ირაკლი ბერაია რიგაში დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობს

19 ივნისი 2017
ირაკლი ბერაია რიგაში დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, აშშ-ის კონგრესისა და ლატვიის სეიმის მიწვევით, დაზვერვისა და უსაფრთხოების მე-8 საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობს. აღნიშნული ფორუმი რამდენიმე წელია აშშ-ში, ევროპასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტარდება. მასში 60 ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რიგის ფორუმზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიაა ინფორმაციის ავი განზრახვით გამოყენების გამოწვევები, საბანკო და ფინანსური უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და უცხოური ინვესტიციები, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება, უსაფრთხოებისა და სამართლებრივ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა. ღონისძიებას ლატვიის სეიმი მასპინძლობს და მას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, ელჩები, აგრეთვე საბანკო და სატელეკომუნიკაციო სფეროს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

გალერეა

  • ირაკლი ბერაია რიგაში დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობს, 2017 წლის 19 ივნისი