ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია ვაშინგტონში უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას

05 დეკემბერი 2018
ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია ვაშინგტონში უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც 6 დეკემბერს, უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებაზე განიხილება ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის, ამ კუთხით საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საკითხები. აღნიშნულ ღონისძიებაში პარლამენტის წევრები კონგრესმენ რობერტ პიტენგერის და სენატორების ლინდსი გრეჰემისა და რიჩარდ ბურის მოწვევით მონაწილეობენ.