თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

20 ივლისი 2020
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.

საკითხი, პირველი მოსმენით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, კანონის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება ორი ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევა გადავადდება ერთჯერადად.

„ჩვენი ინიციატივა წარმოადგენს იმას, რომ  პროფესიული განათლების საფეხურზე ერთჯერადად, იმ პირებს, რომლებიც რეგისტრაციის პროცესში უკვე დარეგისტრირებულები არიან, საშუალება მივცეთ, რომ არ მოხდეს მათი სამხედრო სამსახურში გაწვევა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე და მის მნიშვნელობაზე, ასევე სტატისტიკურ მონაცემებზე და დამატებით საკითხებზე მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი პროფესიული განათლების განვითარებას მხარს უჭერს, მათთვის მაინც მთავარ პრიორიტეტს სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა წარმოადგენს.

„კომიტეტი მხარს უჭერს პროფესიული განათლების განვითარებას, თუმცა, ჩვენ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ვართ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. ნაკლები კითხვები გვაქვს განათლების მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულება რათა დავადგინოთ, რომ ეს ცვლილებები გაწვევის სისტემაში გარკვეულ რყევებს და დეფიციტს ხომ არ გამოიწვევს. გაწვევის სისტემა კავშირშია ქვეყნის თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან და იქ მთელი ციკლია, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს უკავშირდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ კანონპროექტის ინიციატორს კითხვებით მიმართა და გარკვეული საკითხები დააზუსტა.

დისკუსიის და მსჯელობის პროცესში, კომიტეტის სხდომაზე, სხვადასხვა მიდგომა და შეთავაზება გახმოვანდა.

ირაკლი სესიაშვილმა კანონპროექტის ინიციატორებს წინადადებით მიმართა, რომელიც პოზიციების შეჯერებამდე და დამატებითი კონსულტაციების გამართვამდე, კენჭისყრის გადადებას შეეხებოდა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ, უახლოეს პერიოდში შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენენ.

 

გალერეა

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 20 ივლისი
  • tavdacva_(4).jpg
  • tavdacva_(1).jpg
  • tavdacva_(10).jpg