თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

28 ივლისი 2020
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, კობა კობალაძესთან თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის განსახილველ თემებს აქტიური რეზერვის სამობილიზაციო სისტემის კიდევ უფრო ეფექტურად ამოქმედების მექანიზმები, რეგიონული თავდაცვის პრინციპები, ვეტერანთა მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პროგრამები და სოციალური პაკეტები. 

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა სამოქმედო ამოცანები განვსაზღვრეთ. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და ერთმანეთთან პოზიციები გავცვალეთ. ასევე ვისაუბრეთ შემდეგ სამუშაო შეხვედრის განსახილველ თემებზე და კონკრეტული ღონისძიებების გატარება დავგეგმეთ“, - განაცხადა კობა კობალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

სამუშაო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 4 აგვისტოს გაიმართება.

გალერეა

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, 2020 წლის 28 ივლისი