დეპუტატებმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები 81 ხმით მიიღეს

03 სექტემბერი 2020
დეპუტატებმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები  81 ხმით მიიღეს

პარლამენტმა 81 ხმით  დაუჭირა მხარი  ორგანული კანონის პროექტს  „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ.

პლენარული სხდომა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების  განხილვით დაიწყო.  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც  „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ალტერნატიული წინადადება მოამზადა, სხდომას  პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.  ამიტომ სხდომაზე ძირითადი კანონპროექტის გარდა, მხოლოდ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ალტერნატიული წინადადებები განიხილეს. 

ერთ-ერთმა ინიციატორმა, რატი იონათამიშვილმა მეორე მოსმენით  წარმოადგინა ძირითადი ორგანული კანონპროექტი, რომლითაც ზუსტდება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები.

კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ორგანული კანონპროექტით განისაზღვრება პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესი და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით განთავსებისას პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დროებითი წესი. 

„აღნიშნული ინიციატივის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გამოითქვა რამდენიმე შენიშვნა, რომელსაც დავეთანხმეთ და ისინი  ასახულია წარმოდგენილ კანონპროექტში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

მუხლობრივი განხილვისას, დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. განსაკუთრებით აქტიურად გამოხატა შენიშვნები დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ. მან თითოეულ მუხლთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტებები მოითხოვა, თუ რა იცვლება უკეთესობისკენ. 

რატი იონათამიშვილის პასუხით: „შემოდის მყარი გარანტიები ადამიანის ხმის უფლების მაქსიმალურად დასაცავად, მათ შორის, ახდენს  იძულებისა და   ძალადობის, ასევე, ფარულობის დარღვევის  პრევენციას.  ასეთ შემთხვევაში, მოიაზრებს პროპორციულ და სამართლიან რეაგირებასა და  სამართლებრივ შეფასებას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით. გარდა ამ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, არის ასევე ცალკეული ტექნიკური ხასიათის დაზუსტებები“.

ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძისშენიშვნით, დასაზუსტებელია ციფრებთან და  ლოგოების კონტურებთან დაკავშირებული საკითხი, რომლითაც საარჩევნო კლიპები გადის. „ეს არის ისეთი თემა, რომელზეც არავინ უნდა ვალაპარაკოთ და დისკომფორტი არ უნდა შევქმნათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი შეთავაზებით,  მთელი კლიპის მიმდინარეობის 5% დასაწყისში და შემდეგ 25 % სავსებით საკმარისია, რასაც მომხსენებელი დაეთანხმა. 

ალტერნატიული წინადადება  დეპუტატებს  ავტორმა, ეკა ბესელიამ გააცნო. „თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი ინიციატივა  ემსახურება არჩევნების სამართლიან ჩატარებას, რომ ამომრჩევლის ნებაზე  ზეგავლენა არავინ მოახდინოს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლები, რომელიც განსაზღვრავს, რა უნდა მოხდეს უკანონო ქმედების შემთხვევაში და როგორ უნდა იყოს დაცული ამომრჩევლის ნება, შემოდის ახალი ნორმა, რომელიც  ვერ გეტყვით, რომ რაიმე პრევენციას ახდენს, თუმცა როგორც გავიგე, ამ ცვლილებების მიზანია ტექნიკური ხარვეზები დაზუსტდეს, რაც გაიპარა წინა ცვლილებების დროს“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი ალტერნატიული წინადადებით, თუ არსებობს ეჭვი, რომ არასწორად არის დათვლილი ბიულეტენები და არასწორადაა გადატანილი ისინი შემაჯამებელ ოქმში,  გაჩნდეს ვალდებულება  საოლქო კომისიამ  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაამოწმოს, ნამდვილად სწორად მოხდა თუ არა მონაცემების  გადატანა. ალტერნატიულ წინადადებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 
 
დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს გამომდინარე კანონპროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილ შესაბამის ცვლილებას 2018 წლის 21 ივლისს მიღებულ საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმ ნორმებში, რომლებიც ჯერ არ ამოქმედებულა.  

დღესვე განიხილეს და  81 ხმით არცერთის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირეს  „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლითაც წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის დაშინებისა ან იძულებისთვის. კერძოდ, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

დეპუტატებმა განიხილეს  „საგზაო მოძრაობის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილებები. ერთ-ერთი ინიციატორის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონპროექტი არეგულირებს სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას,  ვალდებულია, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების  შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 

კანონპროექტი  „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“  საკანონმდებლო პაკეტთან ერთად  იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა პარლამენტს.

მისი განმარტებით,  ეს არის ახალი კანონის პროექტი, რომელიც  ითვალისწინებს კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიურ დაკმაყოფილებას  რეაბილიტაციის მიღწევის, ხოლო რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში - გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან მიღებული თანხების განაწილების გზით.

გარდა ამისა, კანონის პროექტით წესრიგდება რეგულირებულ შეთანხმებასთან, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებასთან,  მორატორიუმთან, გადახდისუუნარობის მასასთან, რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნასთან, საცილო ქმედებებთან, სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალესთან, საერთაშორისო გადახდისუუნარობასთან და პროცესის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი შრომა იქნა გაწეული ამ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განვიხილეთ და დადებითი დასკვნა წარმოვადგინეთ. ამ პროცესში ჩართული იყო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ყველა დაინტერესებული  პირი. მაქსიმალურად შეჯერებული და დაახლოებული პოზიციებით დაიწერა ეს პროექტი. ამ პროექტის მხარდაჭერით ჩვენ ხელს ვუწყობთ ეკონომიკის დამატებით სტიმულირებას. სახელმწიფო ხელს უწყობს ყველა პირს- ახალგაზრდებს, სტარტაპელებს და სხვა პირებს, ვისაც სურთ დაიწყონ ბიზნესი, აწარმოონ კონკრეტული საქმე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო  პაკეტში შემავალ კანონპროექტებს. 

გალერეა

  • დეპუტატებმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, მეორე მოსმენით,  79 ხმით  მიიღეს, 2020 წლის 3 სექტემბერი