პარლამენტის 29 ივნისიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

17 ივლისი 2020
პარლამენტის 29 ივნისიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის 17 ივლისის პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვის შემდეგ გამართული კენჭისყრით დაასრულა მუშაობა პარლამენტის 29 ივნისიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ, რის დასტურადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდა.

პლენარული სხდომა დღის წესრიგის განსაზღვრული საკითხების განხილვით დაიწყო.

კანონმდებლებმა რამდენიმე კანონპროექტი, რომლებსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, დღეს უკვე III მოსმენით განიხილეს.
ესენია: 

  • ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, გამოიტანა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა, რომლის განმარტებით, კანონპროექტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები. კანონპროექტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
  • ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა. მისი ინფორმაციით, კანონპროექტში შეიტანეს რედაქციული ხასიათის ცვლილებები ტექსტის დასახვეწად. კანონპროექტის თანახმად სისტემის ოპერატორის შერწყმასთან, წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივის გასხვისებასთან და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, მამუკა მდინარაძის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, გურამ მაჭარაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი გაჩეჩილაძის ინიციატივა, განსახილველად ნინო წილოსანმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტს რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განუცდია. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტისას, წარმოებისას ან/და მიწოდებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევისთვის.
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა, რომლითაც წესრიგდება ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ნებართვის მქონე ტაქსის გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებასთან, სატრანსპორტო საშუალების 3 თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვებასთან, დედაქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევასთან და ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესთან დაკავშირებული საკითხები. მომხსენებლის, გოგა გულორდავას ინფორმაციით, მესამე მოსმენისთვის პროექტში განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილება.
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი მხეიძის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ემატება გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების შესახებ შეტყობინებისთვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა. კანონპროექტი პარლამენტს ვლადიმერ კახაძემ წარუდგინა.

ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ განიხილა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“. 

სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა. 

აღნიშნული ორგანული კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 5 ივლისს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დამტკიცებას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის შემდგომ არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 21 დეპუტატისაგან. ამით ხდება ჰარმონიზაცია საქართველოს კონსტიტუციაში დამტკიცებულ ნორმასთან.

აღნიშნული ნორმა დაამკვიდრებს უკვე სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ პროექტის წარდგენისას.

ამასთანავე, პროექტის თანახმად, 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდება უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემით, სადაც უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 18 მანდატი იქნება პროპორციული წესით, ხოლო 3 მანდატი - მაჟორიტარული წესით განაწილებული.

ფრაქცია „დამოუკიდებელო დეპუტატების“ პოზიცია გამოხატა მისმა თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და განაცხადა, რომ მიესალმება იმ ფაქტს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ჰარმონიზაცია ხდება იმ პრინციპებთან, რომელიც დამტკიცებულ იქნა საქართველოს კონსტიტუციაში - უფრო მეტად პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. „მიუხედავად იმისა, რომ ბარიერის ჰარმონიზაცია არ მომხდარა, ვფიქრობ, უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი უფრო მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტისათვის აჭარის მოსახლეობისთვის და, შესაბამისად, მინდა დაგიდასტუროთ პირადად ჩემი მხარდაჭერა აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

პარალამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს სწორედ ის ცვლილებებია წარმოდგენილი, რის თაობაზეც აჭარის მოსახლეობას მიეცა პირობა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვისას. 
მოგეხსენებათ, ჩვენ საჯარო განხილვა გვქონდა აჭარაში, როდესაც გავაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებას და მაშინ ზუსტად რა პირობაც იყო მიცემული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის მხრიდან, დღეს ის ცვლილებები არის წარმოდგენილი პარლამენტში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

პარლამენტმა II მოსმენით - მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 
პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას, ზვიად კვაჭანტირაძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ წარუდგინა.

როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, ეს საკითხი კომიტეტის მიერ მესამე მოსმენითაც იყო განხილული, მაგრამ ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე დააბრუნეს მეორე მოსმენაზე. 

მისი თქმით, საქმე ისაა, რომ გარკვეული ცვლილებები, რომლებიც კანონპროექტში შევიდა და რომლებიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იქნა განხილული, შინაარსობრივი ხასიათის იყო და არა რედაქციულის და ამიტომ გადაწყდა მეორე მოსმენაზე დაბრუნება. აღნიშნული ცვლილებები 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხის დახვეწის მიზნით ინტენსიურად იმუშავეს და მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხსენებელმა მთელი რიგი პოზიციები გაიზიარა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მიღწეული, ქვეყნისთვის, მმართველი გუნდისთვის, მნიშვნელოვანი მონაპოვარია და მისი შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამიტომაც, უწყებებთან კონსულტაციების, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად, მაქსიმალურად დახვეწილი, დაბალანსებული მოდელია მიღებული, რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა - „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ“ - წარუდგინა თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, 2019 წლის 10 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155- ე მუხლის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე. 

თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანი იყო საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული ვითარების შესწავლა, არსებული გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რამაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილების მიმართულებით, აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. მისი თქმით, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ცენტრალური ხელისუფლების უწყებები, მუნიციპალიტეტები და ამავდროულად, ძალიან ფართოდ იყო წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში ამ საკითხზე მუშაობდა, პროცესებში ჩართული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენლობაც. 

შესაბამისად, ჯგუფმა შეისწავლა თუ როგორია საქართველოში არსებული სამართლებრივი რეალობა სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით, რა პრობლემები დგას ამ კუთხით, რა ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კიდევ რა არის აუცილებელი, რომ ამ მიმართულებით გაკეთდეს. 
ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნის შეფასებით ნაწილში მოცემულია სწორედ არსებული ვითარება და გაანალიზებულია პრობლემები, რის საფუძველზეც ჯგუფის მიერ შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. ზაზა გაბუნიამ კოლეგებს გააცნოო ეს რეკომენდაციები და აღნიშნა, რომ მათი გათვალისწინება უდავოდ ხელს შეუწყობს უსახლკარობის პრობლემის თანდათანობით დაძლევას ჩვენს ქვეყანაში. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები II მოსმენაზე წარადგინა და კანონმდებლებს კანონპროექტებში შეტანილი ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც კომიტეტში მუხლობრივად განხილვისას გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით აისახა. 

კანონპროექტი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისას მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. 
პარლამენტმა, აღნიშნული საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, კენჭი უყარა კანონპროექტს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომლებსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, რის შემდეგაც სხდომაზე გამოცხადდა შესვენება.
ამ პერიოდში გაიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს თანმდევებთან ერთად.

შედგა ასევე პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც დააზუსტეს პლენარული სხდომის დღის წესრიგი.

პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის გადადება ითხოვა. მიზეზად ის დაასახელა, რომ მეორე მოსმენით განხილვის შედეგად საკანონმდებლო პაკეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა გამოიკვეთა. პარლამენტმა გაიზიარა მომხსენებლის პოზიცია.

ამის შემდეგ, გაიმართა კენჭისყრის პროცედურა და სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულ ყველა კენჭსაყრელ საკითხს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. 

ამით, 29 ივნისიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა.

გალერეა

  • პარლამენტის 29 ივნისიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა, 2020 წლის 17 ივლისი