პარლამენტის პლენარული სხდომა

16 სექტემბერი 2020
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტის პლენარული სხდომა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვით დაიწყო. კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან ერთად წარმოდგენილია ალტერნატიული პროექტი, რომელიც პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ მოამზადა. მისივე განცხადებით, პლენარულ სხდომაზე ორივე ვარიანტის განხილვა მოხდება და კენჭისყრის შედეგად გადაწყდება თუ რომელი პროექტი გააგრძელებს შემდგომ განხილვებს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი, კოლეგებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა წარუდგინა.

მომხსენებელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესის უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული მოსამართლეთა შერჩევის ოთხეტაპიანი პროცედურები, რომლებიც კანონმდებლობით განისაზღვრა, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ წარმატებულ მიღწევად შეფასდა. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ პროცესს უკავშირდება და მისი კიდევ უფრო დახვეწის მიზნით ორი პრინციპული ცვლილება ხორციელდება. გურამ მაჭარაშვილმა ცვლილებების მიზნებზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვალდებულება ეკისრება დაასაბუთოს კანდიდატის შემდეგ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობა, რაც შეეხება მეორე ცვლილებას - შემოდის გასაჩივრების პრინციპი, რომელიც კანდიდატს მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებას აძლევს. ალტერნატიული ვარიანტის წარდგენისას, ეკა ბესელიამ უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტს ფასადური ცვლილებების პროექტი უწოდა და მოსამართლეთა არჩევის წესი და უშუალოდ უვადოდ არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გააკრიტიკა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ძირითადი და ალტერნატიული ვარიანტების წარდგენის შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. 81 მომხრე, 1 წინააღმდეგით პარლამენტმა მხარი დაუჭირა უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ პროექტს, რომლის შემდეგაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა პირველი მოსმენით დადგენილი წესით გაგრძელდა.

მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

„ჩვენ გავხსენით ისტორიული პროცესი და სასამართლოს მიერ კონკრეტული სტატისტიკა ცხადყოფს დღეს, რომ საქართველოს მოქალაქე, პირი, რომელსაც აქვს დავა სასამართლოში თუ როგორ სრულდება - სახელმწიფო ბევრ შემთხვევაში აგებს დავას მოქალაქესთან, რაც ვერავის წარმოედგინა. ის, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობა უმეტეს შემთხვევაში არ კმაყოფილდება, ის რომ პროკურატურას არ ეთანხმება სასამართლოს და არ არის სინქრონში, ეს ხომ იმ ყველაფრის შედეგია იმისა, რასაც „ქართული ოცნების“ გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა ასევე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო აღარ იქნება და აღნიშნულ შემოწმებას მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეული პარლამენტის წევრები გაივლიან. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებების მომზადება საქართველოში არსებულმა ეპიდვითარებამ განაპირობა და იგი ვირუსის გავრცელების რისკებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ცვლილება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება და იგი გარდამავალ დებულებაში აისახება.

პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ, ზვიად ტომარაძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით 30 ათასი ამომრჩევლის ინიციატივა - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბინადრობის გაცემის უფლებებს და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა დეპუტატებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები გააცნო.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მომზადდა. რაც შეეხება კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებს - იგი პრინციპს „დამაბინძურებელი იხდის“ ეფუძნება და გარემოსდაცვითი მაღალი სტანდარტების საფუძველზე მომზადდა. ცვლილებების თანახმად, მაღალი რისკის საწარმოების მიმართ მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობები წესდება, რაც საწარმოებს დაზიანებული გარემოს აღდგენის ვალდებულებას აკისრებს.

სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მესამე მოსმენით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგინა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სულხან მახათაძემ კი კოლეგებს დაჩქარებული წესით მოთხობნილი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გააცნო.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს 15 და 16 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე განხილულ კანონპროექტებს და სარატიფიკაციო ხელშეკრულებებს. გარდა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტისა, რომელსაც მხოლოდ 16 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა, პარლამენტის წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 17 სექტემბერს, 12.00 საათზე გაიმართება.

გალერეა

  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი
  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020  წლის 16 სექტემბერი