პარლამენტის პლენარული სხდომა

02 სექტემბერი 2020
პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და 77 ხმით მიიღო ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

ორგანული კანონის პროექტით, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის აკრძალვა გამოიწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა და ძალაში შევიდა წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა ეს პროცესი ჩავატაროთ დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტით, რომ საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭვირვალე, მათ შორის, მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ყველა შესაძლო რისკების და საფრთხეების პრევენცია და შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიები და ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა. თუმცა, ცხადია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენი გუნდი, ვაცნობიერებთ, რომ ამ პასუხისმგებლობაში ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ სტანდარტებს მაქსიმალურად დავიცავთ“, - განაცხადა საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებებით:

  • ზუსტდება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი;
  • ზუსტდება პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნის წესი, კერძოდ, კოდექსის მე-13 მუხლში ხორციელდება რამდენიმე რედაქციული შესწორება.
  • პარტიას არა აქვს უფლება დანიშნოს ცესკოს სამ წევრზე მეტი:

- ამავდროულად, კოდექსის 196-ე მუხლის მე-19 პუნქტის გარდამავალ ნორმაში ზუსტდება და მიეთითება, რომ ცესკოს წევრების დანიშვნის უფლება აქვთ, მათ შორის, საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს.
− ზუსტდება, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიები.
− კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მიეთითება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ნარკოლოგიური შემოწმებისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობების წარდგენა მოეთხოვება არა მხოლოდ მაჟორიტარ კანდიდატს, არამედ ზოგადად პარლამენტის წევრობის კანდიდატს.
- მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული პარლამენტის არჩევნებისა და მერის არჩევნების მეორე ტურის გამართვის ვადა „პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა“ იცვლება „არჩევნებიდან მესამე შაბათით იცვლება.
- საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენისა და დამტკიცების ვადა, კერძოდ, ამ ვადის შესახებ სიტყვები „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა“ იცვლება სიტყვებით „კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა“.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებები ემსახურება იმის პრევენციას, რომ ვერავინ განახორციელოს ზეგავლენა ამომრჩევლის აქტიურ საარჩევნო ხმის უფლებაზე და ვერავინ გაბედოს ამომრჩევლის დაშინება, იძულება ან მისი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

„საარჩევნო კოდექსში “ შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება შედის „სისხლის სამართლის კოდექსში“. კანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მიიღო კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ბიოაქტიური დანამატების განმარტების დაზუსტებას, ასევე, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტების რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებს და რეგისტრაციის პროცედურული წარმოების ვადების გახანგრძლივებას.

პლენარულ სხდომაზე, ასევე მესამე მოსმენით იქნა განხილული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებლის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, რეგლამენტის პროექტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იმ კანონის გაგრძელება, რომელიც პარლამენტმა გაზაფხულზე მიიღო და გულისხმობს საპარლამენტო ზედამხედველობის გამკაცრებასა და ახალი მყარი ინსტრუმენტების შექმნას საპარლამენტო მონიტორინგის კუთხით.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას, პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი არეგულირებს საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებთან დაკავშირებულ საკითხებს.

საშემოდგომო სესიის მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 3 სექტემბერს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

გალერეა

  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020 წლის 2 სექტემბერი