პარლამენტის პლენარული სხდომა

17 სექტემბერი 2020
პარლამენტის პლენარული სხდომა

პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით დაიწყო.

დეპუტატებმა მეორე მოსმენისთვის განიხილეს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. 

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირი თავისუფლდება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, ხოლო ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება ეკისრება აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეულ პირს.

წარმოდგენილი ცვლილება ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე შესაბამის დაწესებულებებში დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრის პრევენციასა და ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების მეტად სარისკო და საფრთხის შემცველი სხვადასხვა კერების წარმოშობის თავიდან აცილებას განაპირობებს. აღნიშნული ცვლილებების მომზადება საქართველოში არსებულმა ეპიდვითარებამ განაპირობა და იგი ვირუსის გავრცელების რისკებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ცვლილება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება და იგი გარდამავალ დებულებაში აისახება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კოლეგებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით გააცნო. პროექტის თანახმად, პანდემიის/ეპიდემიის პერიოდში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვების ონლაინ ფორმატში ჩატარება. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტში აისახა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნები.
 
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ , პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განსახილველად დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ წარუდგინა და ის ცვლილებები გააცნო, რომელიც პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვებისას იქნა გაზიარებული.

ორგანული კანონის პროექტით ახლებურად წესრიგდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებული საკითხები.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა.

დეპუტატებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს.

პლენარული სხდომა ხვალ, 12 საათზე გაიმართება. პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა წარდგება.

გალერეა

  • პარლამენტის პლენარული სხდომა, 2020, წლის 17 სექტემბერი