პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

13 დეკემბერი 2018
პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, 91 ხმით, 2019 წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა, ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 9 დეპუტატმა მისცა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა, რომელმაც კანონმდებლებს ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხადამჭერი პროგრამების დაფინანსების თაობაზე დეტალური ინფორმაცია გააცნო. 

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 13 090.0 მლნ ლარით, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 3 416.0 მლნ ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა - 4.5%-ს, მშპ-ს დეფლატორი - 3.5%-ს, ინფალაცია კი - 3%-ზეა გათვლილი.