empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 1 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

 

კენჭსაყრელი საკითხები

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/106, 22.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიას, დავით სონღულაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ დანელია, დავით სონღულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები იქნება აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არა უმეტეს ოთხი მოადგილისა)

                                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

2.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/98, 26.10.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების სიმონ ნოზაძის და გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას, მათ შორის აიღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

       II  განსახილველი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო  დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ (N07-2/128, 21.09.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს; აღნიშნული კანონის მოქმედება გავრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პროფესილ საჯარო მოხელეზე, და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე; იქვე კეთდება ჩამონათვალი იმ პირებისა, ვისზეც არ გავრცელდება კანონის მოქმედება; კანონპროექტი ასევე ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს. განიმარტება საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობა და დანიშნულება, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასი დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლები; დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით; კანონპროექტის დანართით განისაზღვრება კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით; კანონპროექტი ითვალისწინებს რეგულაციებს გარდამავალი პერიოდისთვის)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება და დეფინიციაში მას ემატება თავად სახელმწიფო მოსამსახურის მოადგილის თანამდებობაც; შესაბამის ჩამონათვალს ემატება რამდენიმე თანამდებობა, რომლებზეც ასევე არ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება; მთელ რიგ მუხლებში ვადების ათვლისას სამუშაო დღეების ნაცვლად ხდება კალენდარულ დღეებზე მითითება; ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და შრომითი გასამრჯელოს ნაცვლად მიეთითება შრომის ანაზღაურება; კანონპროექტი ითვალისწინებს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში მისთვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად განაცდური პერიოდის ნამსახურების დანამატის მიცემის საკითხს; ცვლილება ეხება შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში პირის მიღების წესს; კანონპროექტში მოცემულია გარდამავალი ხასიათის რეგულაციები)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილება და შესაბამის მუხლში აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას, ფულად ჯილდოს და სხვა დანამატებს)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის  თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ტერმინი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) იცვლება ტერმინით - თანამდებობრივი სარგო; გარდა ამისა გარდამავალი მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭება)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

         (კანონპროექტით შესაბამის მუხლებში ცვლილება შედის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის კუთხით და შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით შესაბამის მუხლში პრემიის ნაცვლად განისაზღვრება „ფულადი ჯილდო“, ხოლო ხელფასი ჩანაცვლდება „თანამდებობრივი სარგოთი“ (როგორც დისციპლინური სამართალწარმოების დროს დასაკავებელი ანაზღაურება)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონპროექტით ცვლილება შედის მუხლში, რომელიც განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის მიერ აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ფორმების გამოყენების წესებს და გამოყენებული ტერმინის „პრემიის“ ნაცვლად განისაზღვრება ტერმინი „ფულადი ჯილდო“)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონს ემატება  ნორმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიებს ნორმატიული აქტით განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონში ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება, კერძოდ, შესაბამის მუხლში პრემია ჩანაცვლდება ფულადი ჯილდოთი, აგრეთვე განსაზღვრულია სახელფასო დანამატი, როგორც შრომის ანაზღაურების კომპონენტი)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონში ტერმინი „შრომითი გასამრჯელო“ იცვლება ტერმინით „შრომის ანაზღაურება (ხელფასი)“)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებთან მიმართებით შესაბამის მუხლში ტერმინი „პრემია“ ჩანაცვლდება ტერმინით „ფულადი ჯილდო“)

12.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ, I მოსმენა  

         (ორგანული კანონის პროექტით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30- დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, ასევე დგინდება რომ ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ცესკო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (ხელფასის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი შრომის ანაზღაურება); აგრეთვე კოდექსის შესაბამის მუხლში გამოყენებული იქნება ანაზღაურების გარეშე შვებულება უხელფასო შვებულების ნაცვლად)

13.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ამავე კანონის შესაბამისად განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა. გარდა ამისა, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოსა  და სახელფასო დანამატის სახით (ნაცვლად ტერმინებისა - პრემია და დანამატი)

14.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებში კონკრეტდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით  მუნიციპალიტეტის მერის  და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება; აგრეთვე მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო)

15.    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის საკითხი (N19028, 27.11.2017).

16.   საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/148, 20.11.2017) (გადამუშავებული ვარიანტი)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

17.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/90, 05.06.2017), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ლაშა ხუციშვილი, ცოტნე ყავლაშვილი)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტით სარჩელის უზრუნველყოფის თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებულ შესაბამის საპრიზო ფონდზე (მაგალითად: თანხაზე, რომელიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის, მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით გათვალისწინებული მოგების ოდენობით და ა.შ.)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/85, 21.07.2017), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტით მუხლებში, რომლებიც განსაზღვრავენ - რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, და შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება, ხდება მითითებითი ნორმების კორექტირება და შესაბამისობაში მოყვანა) 


       „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/132, 29.09.2017), II მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდება 2019 საბიუჯეტო წლისათვის (ნაცვლად 2018 წლისა). გარდა ამისა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება, კერძოდ, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დამატებით მიმართვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

20.    საქართველოს კანონის პროექტი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ (#07-2/120, 07.09.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ლაშა ხუციშვილი, ცოტნე ყავლაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად განმარტებულია მთელი რიგი ახალი ტერმინები, მაგალითად როგორიცაა - საქონლის მფლობელი; საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია; განადგურება; ორიგინალი საქონელი; რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება და ა.შ. გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაში, ამასთან სამსახურს არ ეკისრება პასუხიმგებლობა თუ სათანადო პროცედურების განხორციელებისას არ გამოვლენილა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევა, რასაც მოჰყვა შესაბამისი საქონლის გაშვება ან სამსახურის მიერ არ იქნა განხორციელებული საქონლის შეჩერების შესაბამისი პროცედურები. პროექტი მათ შორის ითვალისწინებს ისეთი საკითხების მოწესრიგებას, როგორიცაა: უფლების მფლობელის უფლებების დაცვა; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები და რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება; შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება; შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება; საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, ამასთან პროექტი ასევე ითვალისწინებს საქონლის ჩამორთმევასა და განადგურებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. კანონის პროექტის მიხედვით, ეს კანონი არ გავრცელდება არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან ხელბარგში ან/და განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის; ორიგინალ საქონელზე; და საქონელზე, რომელიც დამზადებულია უფლების მფლობელის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ და რომელიც წარმოებულია უფლების მფლობელსა და აღნიშნულ პირს შორის შეთანხმებულ რაოდენობაზე გადაჭარბებით. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ცხადდება „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის №2159 კანონი)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/86, 29.08.2017), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი ცვლილებით, სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს კანონით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისა და მართვის უფლების მინიჭებისთვის აუცილებელი მოთხოვნებისაგან განსხვავებული მოთხოვნები. მოქმედი რედაქციით აღნიშნული ნორმა მოქმედებს მხოლოდ ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან მიმართებაში)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/102, 02.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი ასევე არის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, ნაცვლად ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლისა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/93, 12.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის რევაზ არველაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონის პროექტის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად არჩევის კრიტერიუმები. კერძოდ, 5 წევრისგან შემდგარ კომისიაში ორი წევრი სავალდებულოა იყოს პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი გაზმომარაგების სპეციალისტი და ერთი წყალმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი სპეციალისტების გარდა ერთი წევრი შესაძლოა იყოს პროფესიით იურისტი ან ეკონომისტი. აღნიშნული სპეციალისტები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი დონის პროფესიონალიზმით და პატიოსნებით. თუ კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდება თანამდებობიდან ან იწურება თანამდებობის დაკავების 6-წლიანი ვადა, კომისიის წევრის ან წევრების ხელახალი არჩევის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული კრიტერიუმები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/94, 12.10.2017),  I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო გოგუაძის, ნინო წილოსანის, თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას,  ეკა ბესელიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურებით“, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული პროცედურების დამტკიცება საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/99, 31.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის აავტორო და მომიჯნავრეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ხდება მგზავრების უბილეთო მგზავრობისათვის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით წაყვანისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა 20 ლარით (ნაცვლად 5 ლარისა). ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. გარდა ამისა ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის შესაბამისი მუხლით  განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/92, 10.10.2017), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ  კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ  კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მიტოვება 3 თვეზე მეტი ვადით; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა; ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, ასევე წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST” ნომრის გარეშე; განისაზღვრება აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვაზე, აგრეთვე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო; პროექტით გათვალისწინებულია ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები)

27.    საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა (იოსებ ვარძელაშვილი, ქეთევან ბექაური, თეა ჯუღელი, ემზარ პაქსაძე)  არჩევის საკითხი (#16284, 12.10.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

28.    საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13954, 04.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე)

29.    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიიდან 2017 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13993, 05.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

30.    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის 2016-2017 წლის ანგარიში (#14279, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

31.    საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#14264, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია

32.    საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიისა და 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#14207, 07.09.2017).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

33.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

            (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

34.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

35.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N10055, 15.06.2017).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანიოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი)