empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 14 - 15 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

         I კენჭსაყრელი საკითხი

1.        საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/101, 02.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის 116 წევრის ინიციატივა; მომხსენებელი - „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

       II  განსახილველი  საკითხები:

1.        საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/131, 28.09.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით  გვარის შეცვლა ასევე შესაძლებელი იქნება, თუ პირს სურს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. აღნიშნულ შემთხვევაში გვარების გაერთიანება დაუშვებელი იქნება თუ თუნდაც ერთ-ერთი გვარი ორწევრიანია)

2.        საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ (#07-2/106, 25.07.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე)  

           (წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება მთელი რიგი საკითხების ახლებური მოწესრიგება, კერძოდ: ახლებურად განისაზღვრა სახელმწიფო ჯილდოების სახეობები და სახელმწიფო ჯილდოების ჩამონათვალს დაემატა - „შოთა რუსთაველის სახელობის პრემია“, „საქართველოს ეროვნული პრემია“ და „ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია“. „შოთა რუსთაველის სახელობის პრემია“ გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, „საქართველოს ეროვნული პრემია“ გაიცემა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, იურიდიულ, სამედიცინო და სიცოცხლის შემსწავლელ, საინჟინრო მეცნიერებების დარგებში მიღწეული შესაბამისი წარმატებისათვის, ხოლო „ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია“ გაიცემა ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ არაუმეტეს  ხუთი პრემიისა, საქართველოს ეროვნული პრემია - ყოველწლიურად არაუმეტეს ორი პრემიისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - ორ წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ერთი პრემიისა. პროექტში ასევე გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი და პირობები. განისაზღვრა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობებიც. პროექტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა,  ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები დაამტკიცონ შესაბამისი ჯილდოებით დაჯილდოებული პირებისათვის. კანონის პროექტით ძალადაკარგულად ცხადდება მათ შორის „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონი)

3.        საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო ხელშეკრულების (მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II)“ (#07-2/146, 20.11.2017) რატიფიცირების შესახებ“

              (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და გიორგი კაკაურიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

4.        საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმების“ (#07-2/147, 20.11.2017) რატიფიცირების შესახებ

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე,  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/78, 22.06.2017), II მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: გ. ფოფხაძის, გ. ხატიძის, გ. მაჭარაშვილის, ს. კილაძის, რ. კაკულიას, ე. ბესელიას, მ. მდინარაძის, ლ. კობერიძის, მ. ქვარაიას, ე. მაჭავარიანის, დ. მათიკაშვილის, ვ. ზარდიაშვილის, ნ. გოგუაძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხატიძე და ეკა ბესელია; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის მიხედვით დამოუკიდებელი კერძო საამრთლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებზე,რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი; ცვლილებით კანონში მიეთითება, რომ იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ; საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ იქნება საჯარო ინფორმაცია და მასზე არ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი თავი. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნი წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას; საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აღარის ტელევიზიისა და რადიოს არზებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა  

         (წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალის (სერიალების), მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმის (ფილმების) დამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე)

7.        საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/106, 22.11.2017), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიას, დავით სონღულაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ დანელია, დავით სონღულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები იქნება აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არა უმეტეს ოთხი მოადგილისა)

8.        საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/98, 26.10.2017), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების სიმონ ნოზაძის და გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

           (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას, მათ შორის აიღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

9.        საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (#07-2/91, 08.06.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

           (წარმოდგენილი პროექტით, შესაბამისი მოთხოვნებისა და თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის აღსრულების მიზნით, იქმნება მზღვეველთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“, რომლის მართვის ორგანოებია წევრთა საერთო კრება და ცენტრის დირექტორი. პროექტით ასევე განისაზღვრა მათი უფლებამოსილებაც. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის განზრახვის მქონე ყველა მზღვეველი ვალდებულია, შესაბამისი წესით გახდეს „ცენტრის“ წევრი. გათვალისწინებულია სავალდებულო დაზღვევის პირობები და ზიანი, რომელიც არ ანაზღაურდება მზღვეველების მიერ, ასევე დაზღვევის პერიოდი და სადაზღვევო პრემიის ოდენობა ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების და სადაზღვევო პერიოდის მიხედვით. განისაზღვრა სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულება, კერძოდ დაზარალებული (მემკვიდრე) ვალდებულია წერილობით მიმართოს „ცენტრს“ თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. ამასთან, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ, „ცენტრს“ უფლება აქვს რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამის შემთხვევებში. სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის ყველა აუცილებელი მონაცემისა და შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მიზნით, ცენტრში იქმნება „ელექტრონული ბაზა“. გათვალისწინებულია ასევე სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე და ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე. პროექტის მიხედვით, შესაბამისი სუბიექტები ვალდებულნი არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა უშუალოდ საქმიანობის განხორციელებისას. გარდა ამისა, დავა, რომელიც წარმოიშობა ამ კანონის  ამოქმედების ფარგლებში, განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

10.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

           (წარმოდგენილი ცვლილებით დგინდება პასუხისმგებლობის ზომა უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მძღოლის) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე მოძრაობისათვის. ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მფლობელს (მძღოლს) ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ეძლევა 2-დღიანი ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში)

11.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

           (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9  მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის განცალკევებულ ანგარიშზე, რომლიდანაც „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას)

12.      საქართველოს კანონის პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/94, 12.10.2017),  II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო გოგუაძის, ნინო წილოსანის, თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას,  ეკა ბესელიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურებით“, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული პროცედურების დამტკიცება საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში)

13.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/102, 02.11.2017), II მოსმენა

              (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი ასევე არის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, ნაცვლად ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლისა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

14.      საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/68, 17.05.2017) II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

           (წარმოდგენილი კანონის პროექტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი თანხმობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს, ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე და დაცულ ტერიტორიებზე) ხეების მოჭრის და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე, ხოლო ამ პროცედურით მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემასა და მიღებული მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშებით მარკირებას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ახორციელებს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო, და ეს რესურსი საწყობდება მათ მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, შესაბამის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტს განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი. ამასთან განისაზღვრა ცენტრთან კონკრეტული ქმედებების შეთანხმების პირობებიც)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/87, 01.06.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონპროექტით კოდექსს ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი, კერძოდ, განიმარტება მეტეოროლოგიური ინფორმაცია, საჰაერო მოძრაობის ორგანიზება, საჰაერო სივრცის დიზაინი, ჰაერსანაოსნო მონაცემები. კანონპროექტით კოდექსის მიზნებად განისაზღვრება საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ერთიანი სტანდარტების დადგენა, სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; გათვალისწინებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მიერ სამოქალაქო ავიაციაში დადგენილი საზომი ერთეულების გამოყენების დამტკიცება; ახლებურად ყალიბდება სააერნაოსნო მომსახურებასა და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საკითხები; კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც არეგულირებს უსაფრთხოების მითითების გაცემის წესს. განისაზღვრება სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ხდება მთელი რიგი ნორმების დახვეწა და ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა)

16.      საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/100, 01.11.2017), I მოსმენა

           (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

           (კანონს ემატება მედიაწიგნიერების განმარტება, ხოლო მარეგულირებელი კომისიის ფუნქციად განისაზღვრება საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, აქვე განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილებები აღნიშნულ სფეროში. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის შემოღებას, რომელიც არის მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს მარეგულირებელი კომისია. ამასთან, ხდება ნორმის ამოღება, რითაც მაუწყებლებს უუქმდებათ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით მოპოვების ვალდებულება (შესაბამისად თავისუფლდებიან სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისაგან)

17.      საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

           (კანონპროექტით შემოთავაზებულია დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეებითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმება, ხოლო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმებს ემატება ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე რადიოსიხშირეების მინიჭების ფორმაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნება რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის პირობით. რეგულირების საფასური მიმართება კომისიის ბიუჯეტში; კანონპროექტი განსაზღვრავს იმ პირთა ნუსხას, რომლებიც თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან; გარდა ამისა ხდება კანონის შესაბამის მუხლებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების ასახვა, აგრეთვე მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული დებულებების დამატება)

18.      საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

           (კანონპროექტით ხდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის მოსაკრებლის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის ამოღება)

19.      საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

           (კანონპროექტით ხდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა)

20.      საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

           (წარმოდგენილი ცვლილებით, კანონის შესაბამისი მუხლიდან ამოდის ნორმა, რომლითაც იზღუდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნა, ვინაიდან პაკეტით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დადგემილი ცვლილებებით გათვალისწინებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევით ცენტრის შექმნის შესაძლებლობა)

21.      საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/152, 30.11.2017), ერთი მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(წარმოდგენილი ცვლილებით ხდება ვადის გადაწევა გარკვეული ღონისძიებების შესასრულებლად, კერძოდ: აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივლისამდე (ნაცვლად 2017 წლის 31 დეკემბრისა) უნდა შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი. გარდა ამისა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი სტანდარტები უნდა დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე (ნაცვლად 2017 წლის 31 დეკემბრისა)

                               (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვას)

22.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/150, 22.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ლაშა ხუციშვილი, ცოტნე ყავლაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

(კოდექსს ემატება საგადასახადო წლის განმარტება, რომელიც იქნება კალენდარული წელი; კოდექსს ასევე ემატება ბაზრობის ორგანიზების მარეგულირებელი ნორმა; მთავრობა აღარ იქნება უფლებამოსილი სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პირს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა; საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქ–ში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს; კოდექსს ემატება მოგების და საშემოსავლო გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები; განისაზღვრება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი; განისაზღვრება პასუხისმგებლობა ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობითვის; ცვლილებით იმიჯნება აქციზით დაბეგვრის ობიექტი სპირტიან სასმელებზე; იცვლება მგზავრთა მიერ საქ–ს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დღგ–ის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები; გათვალისწინებულია რამდენიმე გარდამავალი ნორმა)

23.      საქართველოს კანონის პროექტი  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

           (კანონპროექტის მიხედვით, ტერმინი „ნავთობის გადამუშავება“ ასევე მოიცავს შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის ნარეცხი) გადამუშავებას მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით)

24.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/134, 05.10.2017), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ცოტნე ყავლაშვილი, ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ასევე განიხილება სესხის გაცემის წესის დარღვევა, კერძოდ შესაბამისი საფინანსო სექტორის წარმომადგენლის გარდა, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხის გაცემის სათანადო მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღმოფხვრის ზემოხსენებული სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევას. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე ქმედების გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება. პროექტის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ასევე განიხილავენ და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ სესხის გაცემის წესის დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე)

25.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონის პროექტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ასევე განიხილავენ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1538  მუხლით (სესხის გაცემის წესის დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს)

26.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#N07-3/104, 16.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)   

           (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ნაცვლად მხოლოდ თავმჯდომარისა) შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში)

27.      საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/140, 30.10.2017), I მოსმენა

              (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

           (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლებში იცვლება კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი, კერძოდ: - „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება)“ იცვლება ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, ხოლო „ტესტირების ცენტრი“ იცვლება „ინსპექტირების ცენტრით“. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წასაყენებელი ტექნიკური მოთხოვნები, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. პროექტის მიხედვით, შესაბამისი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ცენტრის წერილობითი მოთხოვნისა და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საფუძველზე. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში. ამასთან, ტესტირების ცენტრი ვალდებული იქნება ყოველი თვის 10 რიცხვამდე, შესაბამისი ფორმით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი სახის გარდამავალ რეგულაციებს)

28.      საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

           (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლში ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში“ იცვლება და განისაზღვრება ტერმინი -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი“)

29.      საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

           (კანონის პროექტის მიხედვით ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრები“ იცვლება ტერმინით -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები“)

30.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

           (კანონის პროექტის მიხედვით „გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება“ შეიცვალა ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, გარდა ამისა ახლებურად განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, რაც გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აგრეთვე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება კოდექსით წესით. პროექტით აგრეთვე  გათვალისწინებულია სათანადო სახის ტექნიკური ცვლილებების განხორციელება შესაბამის მუხლებშიც)

                              ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

31.      საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (#07-2/145, 09.11.2017), I მოსმენა  

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

           (კანონის პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის განისაზღვრება შესაბამისი წესით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. ცვლილების მიხედვით, სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო და კადრის მოსამსახურეები. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველი) ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნები. გარდა ამისა, ცენტრალურ გამწვევ კომისიაშიშევლენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებიც. ამასთან, პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაციების ამსახველი შესაბამისი ნორმა)

32.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა  

           (კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა სამხედრო სავალდებულო სამსახური. ამასთან, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხულ პირებს ახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მიანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას, და ისინი ინიშნებიან უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გაწვევის საფუძველზე ჩარიცხულნი არიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილი იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან  საკონტრაქტო სამსახურის სახითც. პროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში და საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელები ირიცხებიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით და სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელებს სამხედრო ვალდებულება ეთვლებათ მოხდილად, რის შემდეგაც საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ირიცხებიან რიგითის სამხედრო წოდებით. ცვლილების შესაბამისად, თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო. ამასთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით)

33.      საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/144, 09.11.2017),  I მოსმენა  

              (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები  თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

              (კანონის პროექტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების წევრები შესაძლებელია იყვნენ საჯარო მოხელეებიც. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. საბჭოში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია შესაბამისი რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, და მათ გააჩნიათ ხმის უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა განისაზღვრა 4 წლით. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა (ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში) 7 წლით, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი სახის გარდამავალი რეგულაციაც)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

34.      საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

              (კანონის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. მოწვეულ წევრებს გააჩნიათ ხმის უფლება. ავტორიზაციის საბჭოს მუდმივ და მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა 4 წელია. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა (ასევე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში) 7 წელია. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა)

35.      საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/143, 09.11.2017), I მოსმენა  

           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები  თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაურითანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

(კანონის პროექტის მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის უფლება ასევე მიენიჭება პირს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაივლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამასთან, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ექნება ასევე იმ პირს, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრიატის ფარგლებში სურს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

36.      საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა 

(წარმოდგენილი კანონის პროექტით, დეფინიციას, რომლის მიხედვითაც შესაბამისი თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნების გარდა და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას, ემატება მოთხოვნა, კერძოდ: მათ უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეთ საგნობრივი კომპეტენცია, ხოლო დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელის შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა)

37.      საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/97, 25.10.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

           (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად უპატრონოს მიეკუთვნება ასევე გვამი, თუკი გვამი იდენტიფიცირებულია, შესაბამისი პირი დადგენილია, მაგრამ ეს პირი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად დაზუსტდა ამოუცნობ გვამთან კადავშირებული მთელი რიგი ურთიერთობები და თავისებურებები. ცვლილების მიხედვით უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამი სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით შესაბამისი დაწესებულებებისათვის გადაცემა, ხორციელდება გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ, ხოლო ეს დაწესებულებები უზრუნველყოფენ მის შენახვას გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდგომ შესაძლებელია გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით. ამოუცნობ ან უპატრონო გვამთან მიმართებით, რომელზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება, შესაბამის დაწესებულებისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით შესაძლებელი იქნება გვამის საზღვარგარეთიდან შემოტანაც, რისთვისაც საჭიროა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობა. აღნიშნული თანხმობა გაიცემა ერთჯერადად და  აკრძალულია მისი სხვა პირისათვის გადაცემა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი უწყებების უფლებამოსილება მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ნაცვლად ჩანაწერისა - უფასოა და ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე). გათვალისწინებულია ასევე შესაბამისი სახის გარდამავალი ღონისძიებების განხორციელებაც)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

38.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

           (კანონის პროექტის მიხედვით, ამოუცნობი ან უპატრონო გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გადაცემა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებისთვის, აგრეთვე სამედიცინო ან/და საექსპერტო დაწესებულებისთვის ხორციელდება პროკურორის ნებართვით, რომელიც  აღსასრულებლად გადაეცემა გამოძიების მწარმოებელ ორგანოს)

39.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ(#07-3/79, 28.06.2017) I მოსმენა  

              (30000 ამომრჩევლის ინიციატივა; მომხსენებელნი: ირმა პავლიაშვილი, მაია კუპრავა-შარვაშიძე, თამარ აბრამიშვილი, ელენე რუსეცკაია, ციცინო ბაკურაძე. (ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force). თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პარტიული სიის შედგენის წესს (როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულო არჩევნებისთვის) განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ პარტიული სიით წარდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიული სიის ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა კანონპროექტით რეგულირდება წარმომადგენლობითი ორგანოს გამოკლებული, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, წევრის უფლებამონაცვლეობის საკითხი სქესთა ბალანსის დაცვის კუთხით).

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

40.     საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/103, 09.11.2017), I მოსმენა  

              (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

           (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, კონკრეტული ნორმიდან, სადაც განსაზღვრულია, რომ შესაბამისი გარემოების დადგომამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხდება ამოღება  ჩანაწერისა, რომლის მიხედვითაც - საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს უნდა შეადგენდეს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

41.      საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა (იოსებ ვარძელაშვილი, ქეთევან ბექაური, თეა ჯუღელი, ემზარ პაქსაძე)  არჩევის საკითხი (#16284, 12.10.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

42.      საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13954, 04.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

43.      საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიიდან 2017 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში (N13993, 05.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

44.      საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის 2016-2017 წლის ანგარიში (#14279, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

45.      საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#14264, 08.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია

46.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

              (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

47.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N13922, 04.09.2017), (N13923, 04.09.2017).

           (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

48.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აზერბაიჯანელ ჟურნალისტ, აფგან მუხთარლზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N10055, 15.06.2017).

              (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგო რატიანიოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი)

49.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (N19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)