empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 21 დეკემბრიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის 22 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

 

          I  კენჭსაყრელი საკითხი

            „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან  (#07-2/81, 25.05.2017), გამომდინარე

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)   

         (კანონპროექტი ეხება ქონებაზე ყადაღის დადებისას უფლებამოსილებათა შეზღუდვას)

 

          II  განსახილველი  საკითხები:

1.      საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „გრიგოლ ლილუაშვილისათვის  საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (N21163, 21.12.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

2.      საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/78, 22.06.2017), III მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: გ. ფოფხაძის, გ. ხატიძის, გ. მაჭარაშვილის, ს. კილაძის, რ. კაკულიას, ე. ბესელიას, მ. მდინარაძის, ლ. კობერიძის, მ. ქვარაიას, ე. მაჭავარიანის, დ. მათიკაშვილის, ვ. ზარდიაშვილის, ნ. გოგუაძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხატიძე და ეკა ბესელია)

(კანონპროექტის მიხედვით დამოუკიდებელი კერძო საამრთლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებზე,რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი; ცვლილებით კანონში მიეთითება, რომ იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ; საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ იქნება საჯარო ინფორმაცია და მასზე არ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი თავი. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნი წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას; საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აღარის ტელევიზიისა და რადიოს არზებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

         (წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალის (სერიალების), მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმის (ფილმების) დამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე)

4.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/87, 01.06.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი)

         (კანონპროექტით კოდექსს ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი, კერძოდ, განიმარტება მეტეოროლოგიური ინფორმაცია, საჰაერო მოძრაობის ორგანიზება, საჰაერო სივრცის დიზაინი, ჰაერსანაოსნო მონაცემები. კანონპროექტით კოდექსის მიზნებად განისაზღვრება საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ერთიანი სტანდარტების დადგენა, სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; გათვალისწინებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მიერ სამოქალაქო ავიაციაში დადგენილი საზომი ერთეულების გამოყენების დამტკიცება; ახლებურად ყალიბდება სააერნაოსნო მომსახურებასა და საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საკითხები; კოდექსს ემატება ნორმა, რომელიც არეგულირებს უსაფრთხოების მითითების გაცემის წესს. განისაზღვრება სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ხდება მთელი რიგი ნორმების დახვეწა და ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა)

5.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/98, 26.10.2017), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების სიმონ ნოზაძის და გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე)

         (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას, მათ შორის აიღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/102, 02.11.2017), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი)

(წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი ასევე არის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, ნაცვლად ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლისა)

7.      საქართველოს კანონის პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/94, 12.10.2017),  III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო გოგუაძის, ნინო წილოსანის, თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას,  ეკა ბესელიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი)

(კანონპროექტის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურებით“, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული პროცედურების დამტკიცება საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში)

8.      საქართველოს კანონის პროექტი დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (#07-2/102, 17.07.2017), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად განისაზღვრა საზედამხედველო საფასურის ცნება. დადგინდა, რომ მზღვეველის საქმიანობა ექვემდებარება შიდა აუდიტორულ შემოწმებას, რომლის ძირითადი მიზანია მზღვეველის მიმდინარე საქმიანობის კანონშესაბამისობის და სისწორის შემოწმება, მისი ადექვატურობის, ეფექტურობისა და მართვის შიდა სისტემების შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი. განისაზღვრება შიდა აუდიტთან და აუდისტის სამსახურის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი თავისებურებანი. პროექტის მიხედვით, შიდა აუდიტის ფუნქციას ახორციელებს შიდა აუდიტორი, ან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეულიშიდა აუდიტის სამსახური, რომლის უფროსს და თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ხმათა უმრავლესობით, შიდა აუდიტის სამსახური/შიდა აუდიტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. პროექტი ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას უზრუნველყოს შიდა აუდიტორული ფუნქციის შეუფერხებელი განხორციელება და ამ მიზნით შეუქმნას შიდა აუდიტის სამსახურს/შიდა აუდიტორს თავისი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი  ყველა  პირობა. განისაზღვრა საზედამხედველო საფასურის განაკვეთი და მისი გადახდის წესი, ასევე ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები. პროექტის მიხედვით, მზღვეველები ვალდებული არიან მიმდინარე საზედამხედველო საფასური გადაიხადონ წინა კალენდარული წლის საზედამხედველო საფასურის მიხედვითარაუგვიანეს 10 იანვრისა – 25 პროცენტი, არაუგვიანეს 10 აპრილისა – 25 პროცენტი, არაუგვიანეს 10 ივლისისა – 25 პროცენტი და არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა – 25 პროცენტი. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაციებს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო  დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ (N07-2/128, 21.09.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი:  სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს; აღნიშნული კანონის მოქმედება გავრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, პროფესილ საჯარო მოხელეზე, და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე; იქვე კეთდება ჩამონათვალი იმ პირებისა, ვისზეც არ გავრცელდება კანონის მოქმედება; კანონპროექტი ასევე ადგენს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვავს დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესს. განიმარტება საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობა და დანიშნულება, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასი დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლები; დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით; კანონპროექტის დანართით განისაზღვრება კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით; კანონპროექტი ითვალისწინებს რეგულაციებს გარდამავალი პერიოდისთვის)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება და დეფინიციაში მას ემატება თავად სახელმწიფო მოსამსახურის მოადგილის თანამდებობაც; შესაბამის ჩამონათვალს ემატება რამდენიმე თანამდებობა, რომლებზეც ასევე არ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება; მთელ რიგ მუხლებში ვადების ათვლისას სამუშაო დღეების ნაცვლად ხდება კალენდარულ დღეებზე მითითება; ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და შრომითი გასამრჯელოს ნაცვლად მიეთითება შრომის ანაზღაურება; კანონპროექტი ითვალისწინებს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში მისთვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად განაცდური პერიოდის ნამსახურების დანამატის მიცემის საკითხს; ცვლილება ეხება შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში პირის მიღების წესს; კანონპროექტში მოცემულია გარდამავალი ხასიათის რეგულაციები)

11.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით ხორციელდება ტერმინოლოგიური ცვლილება და შესაბამის მუხლში აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას, ფულად ჯილდოს და სხვა დანამატებს)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის  თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით შესაბამის მუხლში ტერმინი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) იცვლება ტერმინით - თანამდებობრივი სარგო; გარდა ამისა გარდამავალი მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭება)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა  

         (კანონპროექტით შესაბამის მუხლებში ცვლილება შედის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის კუთხით და შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით შესაბამის მუხლში პრემიის ნაცვლად განისაზღვრება „ფულადი ჯილდო“, ხოლო ხელფასი ჩანაცვლდება „თანამდებობრივი სარგოთი“ (როგორც დისციპლინური სამართალწარმოების დროს დასაკავებელი ანაზღაურება)

15.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით ცვლილება შედის მუხლში, რომელიც განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის მიერ აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ფორმების გამოყენების წესებს და გამოყენებული ტერმინის „პრემიის“ ნაცვლად განისაზღვრება ტერმინი „ფულადი ჯილდო“)

16.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონს ემატება  ნორმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიებს ნორმატიული აქტით განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონში ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება, კერძოდ, შესაბამის მუხლში პრემია ჩანაცვლდება ფულადი ჯილდოთი, აგრეთვე განსაზღვრულია სახელფასო დანამატი, როგორც შრომის ანაზღაურების კომპონენტი)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონში ტერმინი „შრომითი გასამრჯელო“ იცვლება ტერმინით „შრომის ანაზღაურება (ხელფასი)“)

19.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებთან მიმართებით შესაბამის მუხლში ტერმინი „პრემია“ ჩანაცვლდება ტერმინით „ფულადი ჯილდო“)

20.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ, III მოსმენა  

         (ორგანული კანონის პროექტით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30- დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, ასევე დგინდება რომ ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ცესკო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (ხელფასის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი შრომის ანაზღაურება); აგრეთვე კოდექსის შესაბამის მუხლში გამოყენებული იქნება ანაზღაურების გარეშე შვებულება უხელფასო შვებულების ნაცვლად)

21.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,  III მოსმენა

         (მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ამავე კანონის შესაბამისად განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა. გარდა ამისა, დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოსა  და სახელფასო დანამატის სახით (ნაცვლად ტერმინებისა - პრემია და დანამატი)

22.    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრების (გოჩა შონია, დავით ნარმანია) არჩევის საკითხი (#07-1/14, 15.12.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ მაჭარაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/108, 07.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე იურიდიულ დახმარებას განახორციელებს აგრეთვე უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ, საქართველოს შრომის კოდექსიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე საკითხებზე; შესაძლებელი ხდება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით ისარგებლოს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, არამედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლმაც როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში მომხდარი ძალადობის შემთხვევაში; დგინდება კონკრეტული მოთხოვნები ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენ კანდიდატთა მიმართ; განისაზღვრება იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების როტაციის წესი (ყოველწლიურად 1/3-ით განახლება დამნიშვნელი სუბიექტების მიერ), გარდამავალი დებულებით კი დგინდება თავდაპირველად აღნიშნული როტაციის განხორციელების ერთჯერადი წესი)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, ღია კონკურსის წესით, ირჩევს აღმასრულებელი საბჭო. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად უნდა შეირჩეს მაღალი რეპუტაციის მქონე ადვოკატი, რომელსაც აქვს ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება)

                            (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/115, 14.12.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელიას და ირაკლი სესიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით, 2019 წლის 1 იანვრამდე გამოძიების დროს დაკითხვა საქართველოს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით იწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით)

                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/140, 30.10.2017), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლებში იცვლება კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი, კერძოდ: - „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება)“ იცვლება ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, ხოლო „ტესტირების ცენტრი“ იცვლება „ინსპექტირების ცენტრით“. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წასაყენებელი ტექნიკური მოთხოვნები, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. პროექტის მიხედვით, შესაბამისი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ცენტრის წერილობითი მოთხოვნისა და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საფუძველზე. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში. ამასთან, ტესტირების ცენტრი ვალდებული იქნება ყოველი თვის 10 რიცხვამდე, შესაბამისი ფორმით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი სახის გარდამავალ რეგულაციებს)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლში ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში“ იცვლება და განისაზღვრება ტერმინი -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი“)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრები“ იცვლება ტერმინით -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები“)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით „გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება“ შეიცვალა ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, გარდა ამისა ახლებურად განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, რაც გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აგრეთვე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება კოდექსით წესით. პროექტით აგრეთვე  გათვალისწინებულია სათანადო სახის ტექნიკური ცვლილებების განხორციელება შესაბამის მუხლებშიც)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/93, 08.06.2017),  II მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე) თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე,  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონპროექტით დგინდება საავტორო უფლების მოქმედების ვადა თანაავტორობით შექმნილი ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე; ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისათვის, რომელიც გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთი პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში; დგინდება შემსრულებლის უფლება, შეწყვიტოს ფონოგრამის დამამზადებელთან მისი შესრულების ჩანაწერზე უფლების გადაცემის ხელშეკრულება, როდესაც ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს; ზუსტდება ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლების გამოთხოვის/განადგურების საკითხი)

31.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონპროექტით ახლებურად განიმარტება ფარმაცევტული პროდუქტის დეფინიცია, ამასთან ემატება ახალი ტერმინები: მცენარეთა დაცვის საშუალებები, დაცვის დამატებითი მოწმობა და უფლებამოსილი ორგანო; განისაზღვრება დაცვის დამატებითი მოწმობით პატენტის მოქმედების ვადის საკითხი; კანონპროექტის მიხედვით დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოების, რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ასლის შენარჩუნებისათვის გადაიხდება საფასური; განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა გამოგონების გამოყენება ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის, აგრეთვე პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად საჭირო კვლევებისა და სხვა პროცედურების წარმოება, თუ აღნიშნული პროდუქტი არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის, პატენტის ვადის გასვლამდე. გათვალისწინებულია პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებაზე სავალდებულო ლიცენზიის გაცემა და წესრიგდება მის გაცემასთან დაკავშირებული რეგულაციები; კანონს ემატება მუხლი, რომელიც არეგულირებს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვის საკითხებს)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კოდექსს ემატება კარი, რომლითაც განისაზღვრება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეებზე სამართალწარმოების თავისებურებები;  განიმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ტერმინები, აგრეთვე რეგულირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხები; გათვალისწინებულია ასევე სამართალწარმოების პროცესში ინფორმაციის მიღების უფლების მარეგულირებელი ნორმები)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონს ემატება მუხლი, რომელიც არეგულირებს დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დაცვის საკითხებს, კერძოდ, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებებს ამ უფლების დარღვევისას, სასამართლოს ჩართულობას აღნიშნულ პროცესში, აგრეთვე აღნიშნული უფლების დარღვევისათვის უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებს)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილება არეგულირებს პესტიციდების რეგისტრაციისათვის წარდგენილი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; განსაზღვრავს რეგისტრანტის მიერ წარდგენილი მონაცემების დაცვის პერიოდს, აგრეთვე ადგენს პესტიციდების პირველადი რეგისტრაციისათვის და შემდგომში სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შესწორების შესატანად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცდის ან კვლევის ანგარიშის წარდგენის აუცილებლობას, რათა დასაშვები გახდეს მისი გამოყენება მცენარეთა სხვა კულტურების მიმართ)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით განიმარტება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის დეფინიცია, რეგულირდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებები მისი დარღვევისას, სასამართლოს ჩართულობა აღნიშნულ პროცესში, აგრეთვე აღნიშნული უფლების დარღვევისათვის უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხები. გარდა ამისა დგინდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის ან მომსახურების მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონს ემატება მსგავსი ფარმაცევტული პროდუქტის დეფინიცია, აგრეთვე განისაზღვრება საქართველოს ბაზარზე დაშვების ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ექსკლუზიურობის დაცვის ზოგადი წესი და ვადები)

37.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/153, 07.12.2017), II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)

         (წარმოდგენილი ცვლილებით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის - 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. ამასთან, 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას ექნება უფლება მოახდინოს იერარქიულ რანგებში გადანაწილებასთან/საშტატო ნუსხების განსაზღვრასთან  დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო აღნიშნული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგისა და საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება. გარდა ამისა, შრომის ანაზღაურების ნაწილში კეთდება სპეციალური მითითება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში)

                               (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#N07-3/104, 16.11.2017), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)    

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ნაცვლად მხოლოდ თავმჯდომარისა) შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში)

39.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (#07-2/145, 09.11.2017), II მოსმენა   

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

         (კანონის პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის განისაზღვრება შესაბამისი წესით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. ცვლილების მიხედვით, სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო და კადრის მოსამსახურეები. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველი) ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნები. გარდა ამისა, ცენტრალურ გამწვევ კომისიაშიშევლენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებიც. ამასთან, პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაციების ამსახველი შესაბამისი ნორმა)

40.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა     

         (კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა სამხედრო სავალდებულო სამსახური. ამასთან, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხულ პირებს ახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მიანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას, და ისინი ინიშნებიან უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გაწვევის საფუძველზე ჩარიცხულნი არიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილი იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან  საკონტრაქტო სამსახურის სახითც. პროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში და საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელები ირიცხებიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით და სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელებს სამხედრო ვალდებულება ეთვლებათ მოხდილად, რის შემდეგაც საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ირიცხებიან რიგითის სამხედრო წოდებით. ცვლილების შესაბამისად, თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო. ამასთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით)

41.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/100, 01.11.2017), II მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (კანონს ემატება მედიაწიგნიერების განმარტება, ხოლო მარეგულირებელი კომისიის ფუნქციად განისაზღვრება საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, აქვე განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილებები აღნიშნულ სფეროში. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის შემოღებას, რომელიც არის მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს მარეგულირებელი კომისია. ამასთან, ხდება ნორმის ამოღება, რითაც მაუწყებლებს უუქმდებათ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით მოპოვების ვალდებულება (შესაბამისად თავისუფლდებიან სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისაგან)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით შემოთავაზებულია დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეებითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმება, ხოლო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმებს ემატება ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე რადიოსიხშირეების მინიჭების ფორმაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნება რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის პირობით. რეგულირების საფასური მიმართება კომისიის ბიუჯეტში; კანონპროექტი განსაზღვრავს იმ პირთა ნუსხას, რომლებიც თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან; გარდა ამისა ხდება კანონის შესაბამის მუხლებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების ასახვა, აგრეთვე მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული დებულებების დამატება)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

          (კანონპროექტით ხდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის მოსაკრებლის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის ამოღება)

44.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტით ხდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა)

45.    საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით, კანონის შესაბამისი მუხლიდან ამოდის ნორმა, რომლითაც იზღუდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნა, ვინაიდან პაკეტით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დადგემილი ცვლილებებით გათვალისწინებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევით ცენტრის შექმნის შესაძლებლობა)

46.    საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/144, 09.11.2017),  II მოსმენა   

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები  თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაური; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

            (კანონის პროექტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების წევრები შესაძლებელია იყვნენ საჯარო მოხელეებიც. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. საბჭოში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია შესაბამისი რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, და მათ გააჩნიათ ხმის უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა განისაზღვრა 4 წლით. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა (ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში) 7 წლით, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი სახის გარდამავალი რეგულაციაც)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

47.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა  

            (კანონის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. მოწვეულ წევრებს გააჩნიათ ხმის უფლება. ავტორიზაციის საბჭოს მუდმივ და მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა 4 წელია. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა (ასევე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში) 7 წელია. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა)

48.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/150, 22.11.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ლაშა ხუციშვილი, ცოტნე ყავლაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

(კოდექსს ემატება საგადასახადო წლის განმარტება, რომელიც იქნება კალენდარული წელი; კოდექსს ასევე ემატება ბაზრობის ორგანიზების მარეგულირებელი ნორმა; მთავრობა აღარ იქნება უფლებამოსილი სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პირს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა; საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქ–ში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს; კოდექსს ემატება მოგების და საშემოსავლო გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები; განისაზღვრება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი; განისაზღვრება პასუხისმგებლობა ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის; ცვლილებით იმიჯნება აქციზით დაბეგვრის ობიექტი სპირტიან სასმელებზე; იცვლება მგზავრთა მიერ საქ–ს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დღგ–ის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები; გათვალისწინებულია რამდენიმე გარდამავალი ნორმა)

49.    საქართველოს კანონის პროექტი  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, ტერმინი „ნავთობის გადამუშავება“ ასევე მოიცავს შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის ნარეცხი) გადამუშავებას მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით)

50.    საქართველოს კანონის პროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/109, 07.12.2017),  II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა კიკნაველიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

51.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

52.    საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში არსებული ტერმინის - „ფულადი პრემია“ ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი - „ფულადი ჯილდო“)

53.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

55.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  II მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

56.    საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით)

57.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას და სხვა დანამატებს (ჩანაწერიდან ხდება „პრემიის“ ამოღება)

58.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/90, 21.09.2017), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის ინიციატივა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს თავისუფლების ორდენის ნაცვლად საქართველოს პარლამენტში დაწესდება თავისუფლების საპარლამენტო ორდენი; პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე (აპარატის უფროსის წარდგინების გარეშე). გარდა ამისა, ცვლილება ეხება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესს და მის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად იქნებიან ფრაქციების თითო წარმომადგენელი)

59.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/122, 13.09.2017), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციშესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის განხილვის ნაცვლად იქნება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა. ამასთან, კანონის საფუძველზე იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. პროექტში აგრეთვე გაწერილია საბჭოს ფორმირების წესი და მისი საქმიანობის ძირითად პრინციპები, მათ შორის საბჭოში გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში, შესაბამისი პირობების გათვალისწინბით. ამასთან, ზარალი, რომელიც შესაბამისი განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას. პროექტში ასახულია შესაბამისი სახის გარდამავალი რეგულაციები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

60.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2018-2020  წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (#19277, 29.09.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეთანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

61.    საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა (იოსებ ვარძელაშვილი, ქეთევან ბექაური, თეა ჯუღელი, ემზარ პაქსაძე)  არჩევის საკითხი (#16284, 12.10.2017).

(მომხსენებელი - საქართველოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)