empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 21 დეკემბრიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის 23 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

   

         I კენჭსაყრელი საკითხი

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/98, 26.10.2017), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების სიმონ ნოზაძის და გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე)

         (წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას, მათ შორის აიღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

          II  განსახილველი  საკითხები:

1.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/115, 14.12.2017), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი)

(წარმოდგენილი ცვლილებით, 2019 წლის 1 იანვრამდე გამოძიების დროს დაკითხვა საქართველოს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით იწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით)

                      (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

2.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/81, 25.05.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძე)

(კანონპროექტით საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ტერმინში ემატება საგადახდო სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; წესრიგდება საკრედიტო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული, აგრეთვე საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის საკითხები; დგინდება შიდააუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები; უქმდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება; განისაზღვრება ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის ფუნქციები; დგინდება ეროვნული ბანკის ახალი უფლებამოსილებები ზედამხედველობის კუთხით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნებისათვის; განისაზღვრება დამატებითი საფუძვლები, როცა ეროვნული ბანკი უარს ეუბნება პირს საფინანსო სექტორის რომელიმე სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე, აგრეთვე ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები; იხვეწება მომსახურების გაწევისას (მათ შორის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხი; ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს ეძლევათ ვადა დარეგისტრირდნენ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად, ან გააფორმონ საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულება საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან)

3.      საქართველოს კანონის პროექტი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით ფართოვდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი; განისაზღვრება ლიცენზირებაზე თანხმობის/უარის თქმის დეტალური საფუძვლები; საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებაზე გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში; ზუსტდება მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებელი ქმედებები; თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებით ინფორმაციის წარმოდგენა, იგი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს ლიცენზირებისათვის განსაზღვრული სხვა ინფორმაციაც (მათ შორის კონფიდენციალური); ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ნორმატიული აქტით დაადგინოს კრიტერიუმები, რომლითაც ხელმძღვანელობს კომერციული ბანკის მიერ ინვესტიციების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე ცალკე ნორმატიული აქტით დაადგინოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და მოქმედების წესი)

4.      საქართველოს კანონის პროექტი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისსაკრედიტო კავშირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპად განისაზღვრება ერთი და იგივე თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ფიზიკური პირების საერთო ნიშნით გაერთიანება; საკრედიტო კავშირის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 ფიზიკურ პირს)

5.      საქართველოს კანონის პროექტი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,  III მოსმენა

         (ახლებურად ყალიბდება ელექტრონული ფულის, აგრეთვე ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ტერმინები; ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ნორმატიული აქტით დაადგინოს საგადახდო სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები; განისაზღვრება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები; წესრიგდება ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთა ვალდებულებები)

6.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(კანონპროექტის მიხედვით საგადახდო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიმართ, აღარ გავრცელდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშებზე განთავსებული კლიენტის სახსრების მიმართ; გარდა ამისა, კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან ეროვნულ ბანკში გადატანა)

7.      საქართველოს კანონის პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, III მოსმენა  

         (კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება მნიშვნელოვანი წილის დეფინიცია; განიმარტება ახალი ტერმინები, როგორიცაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, ბენეფიციარი მესაკუთრე, საზედამხედველო კაპიტალი, განცხადებული კაპიტალი, დაკავშირებული პირი; ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი; მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღამატებოდეს ასი ათას ლარს (ნაცვლად 50 ათასისა); კანონპროექტით პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ ის შემჩნეულია კანონმდებლობის დარღვევაში ან არაჯანსაღ, საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკაში; გარდა ამისა წესრიგდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მისი ადმინისტრატორების მიმართ გამოსაყენებელი სანქციები)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა; გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით განსაზღვრულ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კოდექსის შესაბამისი მუხლებიდან ხდება კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტზე მითითების ამოღება; ვალის გადაკისრებისას მოთხოვნის მფლობელის თანხმობა საჭირო არ იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; კანონპროექტი ადგენს მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის ფიქსირებული ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის შესაძლებლობას)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონპროექტი ეხება ქონებაზე ყადაღის დადებისას უფლებამოსილებათა შეზღუდვას)

11.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, III მოსმენა

         (კანონპროექტით ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალს ემატება საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, სანქციის სახით მოითხოვოს მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება, ან შეზღუდვა ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში; უქმდება შესაბამისი ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით ვადის განსაზღვრის შესაძლებლობა საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის ლიცენზიის გაუქმების პროცესში)

12.    საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილი იქნება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის შესაბამისად მოახდინოს დაყადაღებული ანგარიშების, ასევე ანგარიშების, რომელზეც წარდგენილია საინკასო დავალება, სხვა კომერციულ ბანკში ან/და ეროვნულ ბანკში გადატანა. აღნიშნული ნორმა გავრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ასევე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღებსა და საინკასო დავალებებზე)

13.    საქართველოს კანონის პროექტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

(კანონპროექტით დგინდება მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საგადახდო სისტემის ოპერატორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისათვის)

14.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით დგინდება საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობისათვის სალიცენზიო მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობები; აგრეთვე საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის და საბროკერო საქმიანობისათვის, აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობისათვის მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობები)

15.    საქართველოს კანონის პროექტი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, III მოსმენა

         (კანონიდან ხდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დეფინიციის და მასთან დაკავშირებული დებულების ამოღება) 

16.    საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა

         (საზოგადოებრივი დაინტერესების პირის დეფინიციიდან ამოდის კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება)

17.    საქართველოს კანონის პროექტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, III მოსმენა

         (კანონიდან ხდება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის დეფინიციების და მათთან დაკავშირებული დებულებების ამოღება)

18.    საქართველოს კანონის პროექტი „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება ასი ათას ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტით) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება მიკროსაფინანსო ორგანოზაციაზე, თუ იგი თამასუქს ოცზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს)

19.    საქართველოს კანონის პროექტი რეკლამის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით აკრძალულია დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება ისეთი მეწარმე სუბიექტის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული ან ლიცენზირებული ეროვნული ბანკის მიერ, გარდა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა)

20.    საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა  

(კანონპროექტის მიხედვით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო განიმარტება როგორც სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა), სადაც მოლარის საშუალებით ხორციელდება მოთამაშისათვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/140, 30.10.2017), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი)

         (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლებში იცვლება კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი, კერძოდ: - „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება)“ იცვლება ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, ხოლო „ტესტირების ცენტრი“ იცვლება „ინსპექტირების ცენტრით“. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წასაყენებელი ტექნიკური მოთხოვნები, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. პროექტის მიხედვით, შესაბამისი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ცენტრის წერილობითი მოთხოვნისა და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საფუძველზე. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში. ამასთან, ტესტირების ცენტრი ვალდებული იქნება ყოველი თვის 10 რიცხვამდე, შესაბამისი ფორმით მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი სახის გარდამავალ რეგულაციებს)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის მუხლში ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში“ იცვლება და განისაზღვრება ტერმინი -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი“)

23.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით ტერმინი - „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრები“ იცვლება ტერმინით -პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები“)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონის პროექტის მიხედვით „გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება“ შეიცვალა ტერმინით - „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება“, გარდა ამისა ახლებურად განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, რაც გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აგრეთვე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება კოდექსით წესით. პროექტით აგრეთვე  გათვალისწინებულია სათანადო სახის ტექნიკური ცვლილებების განხორციელება შესაბამის მუხლებშიც)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/93, 08.06.2017),  III მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი)

         (კანონპროექტით დგინდება საავტორო უფლების მოქმედების ვადა თანაავტორობით შექმნილი ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე; ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისათვის, რომელიც გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა გრძელდება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთი პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში; დგინდება შემსრულებლის უფლება, შეწყვიტოს ფონოგრამის დამამზადებელთან მისი შესრულების ჩანაწერზე უფლების გადაცემის ხელშეკრულება, როდესაც ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს; ზუსტდება ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლების გამოთხოვის/განადგურების საკითხი)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონპროექტით ახლებურად განიმარტება ფარმაცევტული პროდუქტის დეფინიცია, ამასთან ემატება ახალი ტერმინები: მცენარეთა დაცვის საშუალებები, დაცვის დამატებითი მოწმობა და უფლებამოსილი ორგანო; განისაზღვრება დაცვის დამატებითი მოწმობით პატენტის მოქმედების ვადის საკითხი; კანონპროექტის მიხედვით დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოების, რეგისტრაციის, გამოქვეყნებისა და ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ასლის შენარჩუნებისათვის გადაიხდება საფასური; განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა გამოგონების გამოყენება ექსპერიმენტული ან კვლევითი მიზნებისათვის, აგრეთვე პატენტით დაცული ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად საჭირო კვლევებისა და სხვა პროცედურების წარმოება, თუ აღნიშნული პროდუქტი არ იქნა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის, პატენტის ვადის გასვლამდე. გათვალისწინებულია პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გამოყენებაზე სავალდებულო ლიცენზიის გაცემა და წესრიგდება მის გაცემასთან დაკავშირებული რეგულაციები; კანონს ემატება მუხლი, რომელიც არეგულირებს პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვის საკითხებს)

27.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კოდექსს ემატება კარი, რომლითაც განისაზღვრება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განსაკუთრებული უფლებების დარღვევის საქმეებზე სამართალწარმოების თავისებურებები;  განიმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ტერმინები, აგრეთვე რეგულირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხები; გათვალისწინებულია ასევე სამართალწარმოების პროცესში ინფორმაციის მიღების უფლების მარეგულირებელი ნორმები)

28.    საქართველოს კანონის პროექტი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონს ემატება მუხლი, რომელიც არეგულირებს დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დაცვის საკითხებს, კერძოდ, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებებს ამ უფლების დარღვევისას, სასამართლოს ჩართულობას აღნიშნულ პროცესში, აგრეთვე აღნიშნული უფლების დარღვევისათვის უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებს)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილება არეგულირებს პესტიციდების რეგისტრაციისათვის წარდგენილი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; განსაზღვრავს რეგისტრანტის მიერ წარდგენილი მონაცემების დაცვის პერიოდს, აგრეთვე ადგენს პესტიციდების პირველადი რეგისტრაციისათვის და შემდგომში სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შესწორების შესატანად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცდის ან კვლევის ანგარიშის წარდგენის აუცილებლობას, რათა დასაშვები გახდეს მისი გამოყენება მცენარეთა სხვა კულტურების მიმართ)

30.    საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით განიმარტება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის დეფინიცია, რეგულირდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე განსაკუთრებული უფლების მფლობელის უფლებები მისი დარღვევისას, სასამართლოს ჩართულობა აღნიშნულ პროცესში, აგრეთვე აღნიშნული უფლების დარღვევისათვის უფლების მფლობელის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხები. გარდა ამისა დგინდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის ან მომსახურების მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება)

31.    საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონს ემატება მსგავსი ფარმაცევტული პროდუქტის დეფინიცია, აგრეთვე განისაზღვრება საქართველოს ბაზარზე დაშვების ნებართვის მიღების მიზნით წარდგენილი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ექსკლუზიურობის დაცვის ზოგადი წესი და ვადები)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/153, 07.12.2017), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა)

         (წარმოდგენილი ცვლილებით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების მიზნებისათვის - 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. ამასთან, 2018 წლის 1 აპრილამდე საჯარო დაწესებულებას ექნება უფლება მოახდინოს იერარქიულ რანგებში გადანაწილებასთან/საშტატო ნუსხების განსაზღვრასთან  დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო აღნიშნული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგისა და საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლის საფუძველზეც საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება. გარდა ამისა, შრომის ანაზღაურების ნაწილში კეთდება სპეციალური მითითება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/104, 16.11.2017), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი)

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ნაცვლად მხოლოდ თავმჯდომარისა) შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (#07-2/145, 09.11.2017), III მოსმენა  

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

         (კანონის პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის განისაზღვრება შესაბამისი წესით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. ცვლილების მიხედვით, სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო და კადრის მოსამსახურეები. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში (სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველი) ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნები. გარდა ამისა, ცენტრალურ გამწვევ კომისიაშიშევლენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებიც. ამასთან, პროექტს ახლავს გარდამავალი რეგულაციების ამსახველი შესაბამისი ნორმა)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა 

         (კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა სამხედრო სავალდებულო სამსახური. ამასთან, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხულ პირებს ახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მიანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას, და ისინი ინიშნებიან უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გაწვევის საფუძველზე ჩარიცხულნი არიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილი იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან  საკონტრაქტო სამსახურის სახითც. პროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში და საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელები ირიცხებიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით და სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელებს სამხედრო ვალდებულება ეთვლებათ მოხდილად, რის შემდეგაც საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ირიცხებიან რიგითის სამხედრო წოდებით. ცვლილების შესაბამისად, თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო. ამასთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით)

36.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/100, 01.11.2017), III მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში

         (კანონს ემატება მედიაწიგნიერების განმარტება, ხოლო მარეგულირებელი კომისიის ფუნქციად განისაზღვრება საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, აქვე განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილებები აღნიშნულ სფეროში. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის შემოღებას, რომელიც არის მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს მარეგულირებელი კომისია. ამასთან, ხდება ნორმის ამოღება, რითაც მაუწყებლებს უუქმდებათ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით მოპოვების ვალდებულება (შესაბამისად თავისუფლდებიან სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისაგან)

37.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით შემოთავაზებულია დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეებითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმება, ხოლო რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმებს ემატება ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე რადიოსიხშირეების მინიჭების ფორმაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნება რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის პირობით. რეგულირების საფასური მიმართება კომისიის ბიუჯეტში; კანონპროექტი განსაზღვრავს იმ პირთა ნუსხას, რომლებიც თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან; გარდა ამისა ხდება კანონის შესაბამის მუხლებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების ასახვა, აგრეთვე მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული დებულებების დამატება)

38.    საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

          (კანონპროექტით ხდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის მოსაკრებლის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის ამოღება)

39.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტით ხდება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა)

40.    საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი ცვლილებით, კანონის შესაბამისი მუხლიდან ამოდის ნორმა, რომლითაც იზღუდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნა, ვინაიდან პაკეტით წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დადგემილი ცვლილებებით გათვალისწინებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევით ცენტრის შექმნის შესაძლებლობა)

41.    საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/144, 09.11.2017), III მოსმენა   

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები  თეიმურაზ მურღულია და ლია გიგაური)

            (კანონის პროექტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების წევრები შესაძლებელია იყვნენ საჯარო მოხელეებიც. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. საბჭოში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია შესაბამისი რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, და მათ გააჩნიათ ხმის უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა განისაზღვრა 4 წლით. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა (ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში) 7 წლით, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა. ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი სახის გარდამავალი რეგულაციაც)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

42.    საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა   

            (კანონის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. მოწვეულ წევრებს გააჩნიათ ხმის უფლება. ავტორიზაციის საბჭოს მუდმივ და მოწვეულ წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა 4 წელია. აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციის ვადა (ასევე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ვადა, რომელსაც დაწესებულება არანაკლებ ბოლო 2 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს ავტორიზებულ რეჟიმში) 7 წელია. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 2 წლისა)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/150, 22.11.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ლაშა ხუციშვილი, ცოტნე ყავლაშვილი)

(კოდექსს ემატება საგადასახადო წლის განმარტება, რომელიც იქნება კალენდარული წელი; კოდექსს ასევე ემატება ბაზრობის ორგანიზების მარეგულირებელი ნორმა; მთავრობა აღარ იქნება უფლებამოსილი სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პირს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა; საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქ–ში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს; კოდექსს ემატება მოგების და საშემოსავლო გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები; განისაზღვრება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი; განისაზღვრება პასუხისმგებლობა ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის; ცვლილებით იმიჯნება აქციზით დაბეგვრის ობიექტი სპირტიან სასმელებზე; იცვლება მგზავრთა მიერ საქ–ს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დღგ–ის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები; გათვალისწინებულია რამდენიმე გარდამავალი ნორმა)

44.    საქართველოს კანონის პროექტი  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, ტერმინი „ნავთობის გადამუშავება“ ასევე მოიცავს შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის ნარეცხი) გადამუშავებას მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით)

45.    საქართველოს კანონის პროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/109, 07.12.2017),  III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი)

(წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

46.    საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

47.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

48.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  III მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონში გამოყენებული ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით - „ფულადი ჯილდო“, როგორც წახალისების ერთ-ერთ ფორმა)

50.    საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

         (კანონპროექტის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით) 

51.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

(პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას და სხვა დანამატებს (ჩანაწერიდან ხდება „პრემიის“ ამოღება)

52.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/90, 21.09.2017), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის ინიციატივა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი)

(წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს თავისუფლების ორდენის ნაცვლად საქართველოს პარლამენტში დაწესდება თავისუფლების საპარლამენტო ორდენი; პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე (აპარატის უფროსის წარდგინების გარეშე). გარდა ამისა, ცვლილება ეხება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესს და მის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად იქნებიან ფრაქციების თითო წარმომადგენელი)

53.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/122, 13.09.2017), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციშესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის განხილვის ნაცვლად იქნება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა. ამასთან, კანონის საფუძველზე იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. პროექტში აგრეთვე გაწერილია საბჭოს ფორმირების წესი და მისი საქმიანობის ძირითად პრინციპები, მათ შორის საბჭოში გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში, შესაბამისი პირობების გათვალისწინბით. ამასთან, ზარალი, რომელიც შესაბამისი განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას. პროექტში ასახულია შესაბამისი სახის გარდამავალი რეგულაციები)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

54.    საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.