empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 16-18 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

 

 

 I    განსახილველი  საკითხები:

 

 1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „#54 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის გივი ჭიჭინაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ (#8146, 15.05.2018).

 (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

 

2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/170, 21.02.2018), III მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი)

 (წარმოდგენილი ცვლილებით იზრდება ჯარიმის ოდენობა წვრილმანი ხულიგნობისთვის და 100 ლარის ნაცვლად დგინდება ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე. გარდა ამისა, იზრდება ჯარიმის ფარგლები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისათვის)

 

3.საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/177, 07.03.2018), III მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე)

 (წარმოდგენილი კანონის პროექტით დაზუსტდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, თუ რომელი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს. ამასთან, ადამიანით ვაჭრობის, არასრულწლოვნით ვაჭრობისა და ადამიანით  ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობისათვის დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა თუკი ეს ქმედება ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გარდა ამისა, დაზუსტდა მუხლები, რომლებიც ეხება პროსტიტუციაში ჩაბმას და პროსტიტუციის ხელშეწყობას, არასრულწლოვნის ჩაბმას პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში და აგრეთვე დანაშაულის შეუტყობინებლობას)

 

4. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, III მოსმენა

 (კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამის პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით აკისრიათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ასევე ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ პროსტიტუციის  ხელშეწყობასთან დაკავშირებით, სურვილის შემთხვევაში, გამოკითხვის დროს ინფორმაციის მიწოდება ან მოწმის სახით ჩვენების მიცემა ასევე არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად. გარდა ამისა, შესაბამისი მუხლებიდან ხდება მითითების ამოღება, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს აღარ განიხილავს, თუკი წარდგენილია ბრალდება ადამიანით ვაჭრობასთან, არასრულწლოვნით ვაჭრობასთან ან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით)

5.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების („დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის)“ ცვლილება ნომერი სამის“ რატიფიცირების თაობაზე  (#07-2/190, 10.04.2018)

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

     

6. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ #1 ცვლილების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“  (#07-2/191, 10.04.2018)

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

7.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის)“ ცვლილება ნომერი სამის“  რატიფიცირების თაობაზე (#07-2/192, 10.04.2018)

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

 

8.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამის“ რატიფიცირების შესახებ (#07-2/193, 10.04.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

           

9. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“ ცვლილება ნომერი შვიდის“ რატიფიცირების თაობაზე (#07-2/195, 11.04.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი;; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

           

10. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის)“ ცვლილება ნომერი ექვსის“  რატიფიცირების თაობაზე“ (#07-2/196, 11.04.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

 

11. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმის რატიფიცირების შესახებ“ (#07-2/202, 18.04.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

           

12.  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2011 წლის 10 მაისს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ #5 ცვლილების“ რატიფიცირების შესახებ (#07-2/206, 02.05.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

 

13. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/507, 24.06.2016) II მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქ.ართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

 (წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, ზუსტდება დისპოზიცია და იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვსი, გადაგზავნისა და გასაღებისათვის)

 

14. საქართველოს კანონის პროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/182, 28.03.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე, ეკატერინე მიქაბაძე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ირმა ქავთარაძე, რომეო მიქაუტაძე, გიორგი ჩიქოვანი; თანამომხსენებელნი:   საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა)

(კანონპროექტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურთან მიმართებაში, „ანგარიშსწორების წესი“ ჩანაცვლდება „ანგარიშგების წესით“ შესაბამისად; სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით)

     

15.  საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/180, 15.03.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

 (კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების უფლების სუბიექტად არასრულწლოვან ბრალდებულთან, მსჯავრდებულთან, გამართლებულთან და დაზარალებულთან ერთად ასევე განისაზღვრება არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი. კანონპროექტით აგრეთვე განისაზღვრება, რა შემთხვევებში გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მატერიალური და საპროცესო, აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, ზუსტდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები და ტერმინები - დაკითხვა და გამოკითხვა)

     

 16.  საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/142, 22.03.2018), II მოსმენა  

 (საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და ლევან  გოგიჩაიშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: - საქართველოს პარლამენტის წევრებიი ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების უფლების სუბიექტად არასრულწლოვან მოწმესთან ერთად ასევე განისაზღვრება არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი)


17.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/126, 22.02.2018), II მოსმენა

 (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა;  თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

 (წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისისა და ბათუმისა) ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევისათვის; დგინდება აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვაზე/ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო და სახდელის დადების წესი)


18. საქართველოს კანონის პროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/178, 07.03.2018),  II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(წარმოდგენილი კანონის პროექტით პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა ხდება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. პროექტის მიხედვით დამცავი და შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს)

 

19. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით სასჯელის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრება იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, რომელიც შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად, ამასთან იგი ინიშნება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას არ არის აუცილებელი, რომ იარაღი წარმოადგენდეს დანაშაულის იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის მთელ რიგ შესაბამის მუხლებში, შესაძლო პასუხისმგებლობის სახით ხდება იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ასახვა)

 

20. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

 (კანონის პროექტის შესაბამისად, თუ პირის მიმართ დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთან ერთად პრიორიტეტულად განიხილავს ბრალდებულისთვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის დაკისრების საკითხს)

 

21. საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

 (წარმოდგენილი კანონის პროექტით ზუსტდება იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის შესაბამისი ვადა)

 

22. საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

 (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება მათ შორის სამართლებრივი აქტი - სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ. ამასთან, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს შეზღუდული ჰქონდა იარაღთან დაკავშირებული უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. რეგულირდება ასევე სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების თავისებურებები, განისაზღვრება სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი და ზუსტდება იმ ორგანოს ვალდებულება, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს იარაღთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა)

23. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/176, 07.03.2018), II მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა, ცოტნე ყავლაშვილი, ლაშა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ზუსტდება მცირე ბიზნესის სტატუსტან დაკავშირებული მთელი რიგი ურთიერთობები და შეღავათები. მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინისჭებისას აუცილებელი აღარ იქნება, რომ მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატებოდეს 100 000 ლარს. ამასთან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომელიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე  ფიზიკური პირისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500 000 ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, ნაცვლად 5%-ისა (ან 3%-ისა). მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ასევე არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს. პროექტი ითვალისწინებს სხვა სახის რეგულაციების დაზუსტებას, მათ შორის, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული აქტივების ჩამონათვალიდან ამოდის ზოგიერთი სახის მოგება. გარდა ამისა, პროექტის შესაბამისად ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ასევე საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაციებს)

 

 24.  საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ალტერნატიული წინადადება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (#07-2/176, 07.03.2018) ცალკეული ნორმების თაობაზე“

 (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი)

 25. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

 (კანონის პროექტის შესაბამისად, ხდება იმ ნორმების ამოღების გადავადება 2023 წლის 1 იანვრამდე (ნაცვლად 2019 წლის პირველი იანვრისა), რომლებიც ითვალისწინებს სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და ბანკების მიერ სესხებზე დარიცხულ პროცენტებსა და ჯარიმებს შემოსავლად აღიარებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით)

 

26. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/186, 05.04.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

(კანონპროექტის თნახმად, ზუსტდება თავდაცვის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა  შესაბამისი დადგენილებით დაარეგულირებს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის  საკითხებს)


27. საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/131, 01.03.2018), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონის პროექტის შესაბამისად, განიმარტება ტერმინის - „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი“ მნიშვნელობა, კერძოდ ეს არის – გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის და რომელიც დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია საგზაო მონიშვნით)


28. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/183, 29.03.2018), I მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა. მომხსენებელი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

(კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შემდეგ დანაშაულებზე: ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი,  მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის გათვალისწინებულ სანქციათა დიფერენციაციას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით)


29. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/189, 05.04.2018), I მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

 (კანონპროექტის თანახმად, განქორწინების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინებების რეგისტრაციაზე არ გავრცელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა)

 

30.   საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

 (კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.  გარდა ამისა, კანონპროექტით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების თაობაზე)                         


31. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/187, 05.04.2018), I მოსმენა

  (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

(კანონპროექტი ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის პირების რეგისტრაციისა და პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტი აგრეთვე არეგულირებს  გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტებიში, პასპორტში, სამგზავრო პასპორტში და სამგზავრო დოკუმენტებში კონკრეტული რეკვიზიტის დაუდგენლობის ან არარსებობის შემთხვევებში იუსტიციის მინისტრს ენიჭება ასეთი რეკვიზიტის შევსების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება)

 

32. საქართველოს კანონის პროექტი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

(კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თამამემამულის მოწმობის კონკრეტული რეკვიზიტის დაუდგენლობის ან არარსებობის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრს ენიჭება ასეთი რეკვიზიტის შევსების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება)

 33. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/130, 01.03.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე,  საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონის პროექტის შესაბამისად განისაზღვრება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, კერძოდ მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები. მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები  განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პროექტი ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაციებს)

 

34.   საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

 (კანონის პროექტის მიხედვით ხდება რედაქციული დაზუსტება და შესაბამის აბზაცში სიტყვა „მრავალშვილიანი“ იცვლება ფრაზით „სამი ან მეტშვილიანი“.

 35.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/151, 12.04.2018), I მოსმენა

 (საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, ბექა ოდიშარიას, ოთარ ჩრდილელის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, ბექა ოდიშარია, ოთარ ჩრდილელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს იმ ნორმების დაზუსტებას, რომელებიც ეხება სადემონსტრაციო ფრენებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ  თანხმობის გასცემასთან დაკავშირებულ საკითხებს)


36.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/141, 22.03.2018), I მოსმენა  

 (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას, ალექსანდრე ქანთარიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, არჩილ თალაკვაძე, მარიამ ჯაში, ბექა ოდიშარია, ალექსანდრე ქანთარია: თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე,  საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონპროექტი ეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისათვის და თვითნებურად შეცვლისათვის, თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების დაზიანებისათვის. ამასთან, იზრდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილ დამცავ ზონაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გარე ვაჭრობისათვის, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით. მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა გარე ვაჭრობისათვის და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისათვის. დგინდება სანქციები აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჯარიმის განსაზღვრის და სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის  უფლებამოსილება ენიჭება თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს ან მის მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს)

    

 37. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/188, 05.04.2018), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის“  დაზუსტებას. ცვლილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად უზრუნველყოფს  უსაფრთხოებასაც. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ტერმინის „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების“ განსაზღვრებას. კანონპროექტი აგრეთვე არეგულირებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ძალადობის დაუშვებლობასთან, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

           

38. საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/140, 22.03.2018),    I მოსმენა  

  (საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გოჩა ენუქიძის, დავით სონღულაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოჩა ენუქიძე, დავით სონღულაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშების ახალ წესს, რომლის თანახმადაც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად განისაზღვრება სხვადასხვა ფართობის შენობანაგებობებთან მიმართებაში)


39.  საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(#07-2/201, 18.04.2018), I მოსმენა

 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

 (კანონის პროექტი ეხება პირის მიერ დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის განცხადებით მიმართავასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირებას)

     

40. საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(#07-3/44, 27.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჭიაბერაშვილი;  მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(წარმოდგენილი ცვლილებით კანონში იცვლება დევნილის შემწეობის შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ დევნილის შემწეობის შეწყვეტის საფუძველი აღარ იქნება გარემოება როცა დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე. ამასთან, დევნილის შემწეობის შეწყვეტის კიდევ ერთი საფუძველი, კერძოდ როცა დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს სულ მცირე 1250 ლარს, იზრდება 1500 ლარამდე. ცვლილების შესაბამისად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის შემწეობა 60 ლარის (ნაცვლად 45 ლარისა) ოდენობით და აგრეთვე მიიღოს დევნილის შემწეობა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შემთხვევაშიც)


 41.  საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(#07-3/45, 27.03.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჭიაბერაშვილი; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

 (წარმოდგენილი ცვლილებით კანონის ტერმინთა განმარტებიდან ხდება ტერმინის - „დევნილთა რეგისტრაცია“ ამოღება და ასევე ამოდის ამ ტერმინთან დაკავშირებული მთელი რიგი რეგულაციები (მათ შორის პირს დევნილის სტატუსი შეწყვეტის საფუძველი, თუ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია). გარდა ამისა, კანონიდან ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და პროცედურულ ურთიერთობებს. ცვლილების შესაბამისად პირი, რომელმაც შესაბამისი მიზეზის გამო დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დევნილის სტატუსის ენიჭება ავტომატურად და მას აღარ დასჭირდება დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს)


 42 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/110, 08.12.2017), I მოსმენა

 (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები რომან გოცირიძე და ნიკანორ მელია; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

 (წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ)

 

43საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/105, 16.11.2017), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)      

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით დაზუსტდა ბიუჯეტის მთლიანი სალდოს დეფინიცია, კერძოდ პროექტის შესაბამისად ბიუჯეტის მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას და ფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა (ნაცვლად მხოლოდ - ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობისა)

    

44 საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/143, 23.03.2018), I მოსმენა

 (საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტი წევრის რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

(კანონპროექტის თანახმად, წესდება მარეგულირებელი კომისიის წევრისა და მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვარი. კერძოდ, ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას)

     

45. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიში (N5438, 11.04.2018).

(მომხსენებელი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)    

 

46. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კომპანია გაზპრომ ექსპორტს შორის დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#2716, 24.02.2017).  

 (საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)

 47.   საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017).

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

             

48საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#19794, 05.12.2017).

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)


49 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018).

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

             

50. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3893, 14.03.2018).

(საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა)