empty

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის 16 - 19 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი

        

  I  განსახილველი საკითხები: 

1.      საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/318, 03.04.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, გიორგი კახიანის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, გიორგი კახიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი)

(პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების ჩამონათვალს ემატება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური. გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტი არეგულირებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობასთან და ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს)

                               (ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

2.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/328, 02.04.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე) თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

(ორგანული კანონის პროექტის თანახმად, უქმე დღედ ცხადდება 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე - იმედის დღე)

                                           (ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

3.      საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/280, 06.12.2018), III მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე)

         (კანონის პროექტის თანახმად, მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზიის მიღებას არ დაექვემდებარება საქმიანობა, როდესაც მიწისქვეშა სივრცეს იყენებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“)

4.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/229, 12.06.2018), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე)

         (ორგანული კანონის პროექტი აწესრიგებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან და ეროვნული ბანკის საკადრო უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

5.      საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/247, 22.11.2018), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია და მარიამ ჯაში)

(კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე სათანადო შემთხვევაში ქმნის ექსპერტთა კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს  ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ამ სახელმძღვანელოს გრიფირება ხდება სპეციალური წესით)     

6.      საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/227, 12.06.2018), III მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას)

7.      საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/120, 06.02.2018), III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, ირაკლი ხახუბიას, გოგი მეშველიანის, სულხან მახათაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ირინე ფრუიძის, ანრი ოხანაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, სვეტლანა კუდბას, მერაბ ქვარაიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ კუჭავა)

         (კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება. ნორმის მოქმედება გავრცელდება მის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 1 ივნისი)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

8.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/302, 06.03.2019), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, თამარ ჩუგოშვილის, აკაკი ზოიძის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, არჩილ თალაკვაძის, გიორგი გაჩეჩილაძის, ზაზა ხუციშვილის, კახაბერ კუჭავას, შოთა ხაბარელის ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა და თამარ ჩუგოშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის  უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებსა და სანქციებს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

9.      საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. III მოსმენა  

          (კანონის პროექტის თანახმად, თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის/ორგანიზების ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობის/ორგანიზებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება)

10.    საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/131, 01.03.2018), III მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და გოგა გულორდავა)

         (კანონის პროექტის შესაბამისად, განიმარტება ტერმინის - „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი“ მნიშვნელობა, კერძოდ ეს არის – გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის და რომელიც დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია საგზაო მონიშვნით)

11.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 2 აპრილის N4447-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/320; 05.04.2019).

          (დადგენილების პროექტის თანახმად, ,,საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის  საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 2 აპრილის № 4447-IIს დადგენილებიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს კომისიის შემადგენლობის განსაზღვრას 16 წევრით. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული საკითხის განსაზღვრა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უფლებამოსილებას წარმოადგენს)

12.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 1974 წლის ათენის კონვენციისა“ და „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ათენის 1974 წლის კონვენციის 1976 წლის ოქმის“ დენონსირების თაობაზე (#07-2/285, 13.12.2018)

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია) 

13.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“  2002 წლის ათენის კონვენციასთან“ შეერთების თაობაზე“ (#07-2/287, 13.12.2018)

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია

14.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ახალი ტერმინის განმარტებას. გარდა ამისა, კანონის პროექტი აწესრიგებს, საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის   ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დაევალოს დაზღვევის არსებობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესების დადგენა)

15.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის  საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ოქმის რატიფიცირების შესახებ“ (#07-2/317, 01.03.2019)

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

16.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/301, 06.03.2019), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი)

         (ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

17.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ვალდებულებას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია) 

18.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის (აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის) კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენასთან,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებულ საკითხებს)

19.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/273, 23.01.2019), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, რატი იონათამიშვილის, გუგული მაღრაძის, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი ტუღუშის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი და რატი იონათამიშვილი; თანამომხსენებელნი:  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე სოფიო კილაძე)

 (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, დაზუსტდა, თუ რა ქმედება ჩაითვლება დისკრიმინაციად. გარდა ამისა განისაზღვრა, რომ სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის  ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

20.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

(წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი, თავისი ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილი იქნება, როგორც მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს სარჩელით, თუ იურიდიულმა პირმა ან კერძო სამართლის სხვა სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას  ადასტურებს. ამასთან, სახალხო დამცველს უფლება აქვს დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებით ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებსა და კერძო სამართლის სხვა სუბიექტებს, მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა, მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება შესაბამის საკითხებზე. ამასთან, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულება ფიზიკურ პირებთან და კერძო სამართლის სხვა სუბიექტებთან მიმართებით, გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველი ახორციელებს დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით თავის უფლებამოსილებას. გარდა ამისა, დაზუსტდა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მისათითებელი მონაცემები)

21.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება იმ იურიდიული პირისგან ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისგან, რომელმაც მისი ვარაუდით განახორციელა დისკრიმინაცია და მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის თაობაზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციის ფარგლებში, უფლებამოსილია, როგორც მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს სარჩელით, თუ იურიდიულმა პირმა ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს. გარდა ამისა, დაზუსტდა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული შესაბამისი რეგულაციები)

22.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, II მოსმენა

         (წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა სექსუალური შევიწროება, კერძოდ - საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის  ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების დადგენასაც. აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. ამასთან, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. სათანადო ცვლილება განხორციელდა შესაბამის მუხლებშიც)          

23.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/281, 13.02.2019), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, ცოტნე ზურაბიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, როგორც დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

24.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/92, 10.10.2017), II მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ  კუჭავას და გოგა გულორდავას ინიციატივა; მომხსენებელნი:  საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ  კუჭავა და გოგა გულორდავა; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მიტოვება 3 თვეზე მეტი ვადით; სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა; ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, ასევე წინასწარი შეცნობით სატრანპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST” ნომრის გარეშე; განისაზღვრება აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვაზე, აგრეთვე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო; პროექტით გათვალისწინებულია ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები)

25.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/266, 26.12.2018), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში; თანამომხსენებელნი:  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, ტერმინის „საუნივერსიტეტო მაუწყებლობა“ განმარტებას. კერძოდ, საუნივერსტიტეტო მაუწყებლობა განიმარტება, როგორც ,,ამ კანონით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში (და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

26.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/287, 19.02.2019), II მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

(კანონის პროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში,  ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება, ასევე სატყეო-სამეურნეო (ტყის აღრიცხვის, მოვლა-აღდგენის, ტყითსარგებლობის) ღონისძიებების განხორციელების, მონაწილეობის, ზედამხედველობის ან მონიტორინგის უფლებამოსილება) ოჯახის წევრს, 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში არ შეუწყდება ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის დაწესებული პენსია)        

27.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/247, 27.08.2018), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ხადური; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტი არეგულირებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პერსონალურ დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ საქართველოს მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგინებით უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

28.    საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

(კანონის პროექტი არეგულირებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ოჯახის წევრებისთვის „ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო“ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხიებდს)

29.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა

         (კანონის პროექტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის თანამშრომელზე)

30.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/315, 27.02.2019), II მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულოა, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც პროექტის ავტორი ან ინიციატორი საკუთარი სურვილით ახორციელებს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას, ნორმატიული აქტის პროექტის განმარტებით ბარათს უნდა დაერთოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში. კანონის პროექტით აგრეთვე განისაზღვრება, თუ რა ინფორმაცია უნდა აისახოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში)  

31.    საქართველოს კანონის პროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/243, 08.11.2018), I მოსმენა

(საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება, თუკი ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. ამასთან, გარდამავალი რეგულაციის სახით საქართველოს მთავრობას ევალება ცვლილების განახორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ და კონკრეტული შემოსავლის სახეების ჩამონათვალიდან (კერძოდ, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას) ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემიდან მიღებული შემოსავალის ამოღება)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

32.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/235, 18.10.2018), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი სესიაშვილისა და ოთარ ჩრდილელის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე,  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

         (კანონის პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა. კანონის პროექტი აღნიშნული დანაშაულისთვის ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე)

33.    საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/309, 06.02.2019), I მოსმენა

      (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ენუქიძე და აკაკი საღირაშვილი;  თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ორი ტერმინის - პოლარული კოდექსისა და პოლარული წყლების განმარტებას. კანონის პროექტი აგრეთვე არეგულირებს, სამგზავრო გემის  კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებით სავალდებულო წვრთნასთან და კომპეტენციასთან,   აირზე ან  დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე   გემების კაპიტნის, ოფიცრების, რიგითებისა და სხვა პერსონალის წვრთნასა და  კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან, პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების  წვრთნასა და კვალიფიკაციის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებულ საკითხებს)

34.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“ (#07-2/307, 06.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში)

35.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობისთვის, რომელიც  იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში)

36.    საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს  სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული კანონპროექტის (მისი შეფასება, არსებითი ხარვეზები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დასკვნების შეფასება და არსებული კონტექსტი) შესახებ (#1- 7439/19, 15.04.2019). 

37.    მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლა.

38.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (#07-3/268, 27.12.2018), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(კანონის პროექტის ითვალისწინებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარის 100000 ლარიდან 165000 ლარამდე გაზრდას)

39.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/283, 13.02.2019), I მოსმენა

                    (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე)

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონის ორი მუხლის (დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა) მოქმედების  შეჩერებას 2020 წლის 1 იანვრამდე)

40.    საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ (#07-3/231, 09.10.2018), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე

         (კანონის პროექტი აწესრიგებს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან და სქემასთან, მის ადმინისტრირებასთან, აგრეთვე, საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, კანონის პროექტით რეგულირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან და ვალდებულებებთან, საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან, ღია საფონდო ინსტრუმენტებში პირდაპირ ინვესტიციებთან,  ნდობითი ვალდებულების დარღვევასთან და ამ ვალდებულების დარღვევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 ივლისს მიღებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას)

41.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

 42.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ორგანული კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

43.    საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

44.    საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

45.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

46.    საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

47.    საქართველოს კანონის პროექტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

48.    საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, კანონიდან იმ ნორმების ამოღებას, სადაც მოხსენიებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო)

49.    საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (#07-3/282, 13.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, კარლო კოპალიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ლევან ბეჟანიძის, კობა ლურსმანაშვილის,  ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი კახიანის, ცოტნე ზურაბიანის, აკაკი ზოიძის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, მახირ დარზიევის, მირიან წიკლაურის, მამუკა მდინარაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი)

(კანონის პროექტი არეგულირებს, ბავშვის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კანონის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემას,  ბავშვის უფლებას ოჯახზე, ალტერნატიულ ოჯახურ ზრუნვაზე, განათლების მიღებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე,  ცხოვრების სათანადო პირობებზე და  განვითარებაზე, ძალადობისგან დაცვაზე, მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე და ბავშვის უფლებას მართლმსაჯულებაზე. კანონის პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა  დაცვისა და მხარდაჭერის ინსტიტუციური გარანტიები)

50.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას)

51.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებები)

52.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს ვალდებულებას კანონპროექტის განმარტებით ბარათში, სხვა მონაცემებთან ერთად, აისახოს კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე)

53.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. ორგანული კანონის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს დაემატება ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებები)

54.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

55.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განცალკევებული ან თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის და ყოფნის გამო)

56.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ბავშვთან დაკავშირებულ განცხადებებს და საჩივრებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. გარდა ამისა, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით  ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად)

57.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც არის: ბავშვის მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში)  და ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში დაშვების წესების დარღვევა; მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების და საეთერო დროის განსაზღვრის წესების დარღვევა; ინტერნეტ გვერდზე ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის განთავსების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტ ქსელზე წვდომის წესების დარღვევა; არასრულწლოვნისთვის განათლების მიღებაში ხელშეშლა; საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა; ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე  ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა)

58     საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტის თანახმად, არასრულწლოვნის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, არასრულწლოვნის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელება დაუშვებელია არასრულწლოვნის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის  ინფორმირებული თანხმობის გარეშე)

59.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი არეგულირებს ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ხანდაზმულობის ვადასთან, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისებასთან, 10 წლამდე ასაკის ბავშვისთვის გვარის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხს)

60.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაციას. კანონის პროექტი აგრეთვე აწესრიგებს, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

61.    საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობით ქმედების განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებას არასრულწლოვანს მიაწოდონ ინფორმაცია მისი უფლებების, მართლმსაჯულების პროცესის,  პროცესის შედეგების, მხარდაჭერის და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ)

62.    საქართველოს კანონის პროექტი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ყველა არასრლუწლოვნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა)

63.    საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, შვილად აყვანის საქმეზე 10 წლამდე ასაკის ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით)

64.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

          (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით)

65.    საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,  I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ბავშვისათვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებით)

66.    საქართველოს კანონის პროექტი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტით ზუსტდება, რომ გარდა არსებულისა, სააღმზრდელო საქმიანობა მოიცავს ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსით მოწესრიგებული ბავშვის მხარდაჭერის სფეროში საქმიანობას)

67.    საქართველოს კანონის პროექტი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტის თანახმად, არასრულწლოვნის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელება დაუშვებელია არასრულწლოვნის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის  ინფორმირებული თანხმობის გარეშე)

68.    საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. კანონის პროექტი განსაზღვრავს, მავნე ზეგავლენისაგან  ბავშვის დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე და მაუწყებლის პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვაზე კონტროლის, მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების, აგრეთვე   ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) განთავსებული ფილმების და თამაშების ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის  სპეციალურ ნუსხაში შეტანაზე და კონტროლზე  უფლებამოსილებას. გარდა ამისა კანონის პროექტით იკრძალება ისეთი  პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა რომლებიც ასაკობრივად არის ბავშვისათვის შეუსაბამო და აფერხებს როგორც მის განვითარებას, ისე დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად მის ჩამოყალიბებას)

69.    საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენა

         (კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან. გარდა ამისა, კანონის პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას  ანიჭებს ფუნქციას დაარეგულიროს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება)

70.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, I მოსმენა

         (რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსშექმნას)    

71.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/275, 05.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გიორგი კახიანის, მერაბ ქვარაიას, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისთვის ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობისთვის)

72.    საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში  ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/314, 27.02.2019), I მოსმენა

         (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

(კანონის პროექტი ითვალისწინებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში იმ ნორმების ცვლილებას, რომელიც ეხება ობიექტებს და მათ ზედამხედველობას. კერძოდ, ავტოგასამართ სადგურთან ერთად ხდება ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურების) დამატება. გარდა ამისა კანონის ტექსტში   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების ნაცვლად, მიეთითება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებულ ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე)

73.    საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/293, 27.02.2019), I მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე  ზაზა გაბუნია)

(კანონის პროექტის თანახმად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირისათვის სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება მისი რეგისტრაციიდან ერთი თვის შემდეგ. გარდა ამისა მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრები პირის სტატუსი არ უჩერდება უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების მიზნით მიგრირებულ სტუდენტებს. კანონის პროექტის თანახმად, .. პირების ერთ-ერთ მშობელს ან მეურვეს (მომვლელს) ენიშნება ფულადი დახმარება სახელმწიფო პენსიის ოთხმაგი ოდენობით. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის შრომის ანაზღაურების არანაკლებ 100 პროცენტის დანამატის მიცემას ნაცვლად 50%-ისა)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

74.    საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/288, 20.02.2019), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ქანთარიას და გენადი მარგველაშვილის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ქანთარია და გენადი მარგველაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის   განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში)

(კანონის პროექტით ახლებურად განისაზღვრება, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები. ეს მიზნებია: ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება - მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება.“          

75.    საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/290, 25.02.2019), I მოსმენა

            (საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

(ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან იმ ჩანაწერის ამოღებას, რომელიც    ზღუდავს შესაძლებლობას, რეფერენდუმის საგანი  იყოს გადასახადის პროგრესულობის    პრინციპი)           

76.    საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/297, 27.02.2019), I მოსმენა

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

          (კანონის პროექტი არეგულირებს ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის საიჯარო მომსახურების დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, კანონის პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის იჯარით  (მათ შორის გაქირავებით) მიღებული შემოსავალი (თანხა) იბეგრება 5 პროცენტით)

(იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

77.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის #4358-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (#07-3/317, 03.04.2019)

(საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე ფრუიძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების რაოდენობის შემცირება იწვევს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებას შესაბამისად, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 14 წევრით)

78.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  თაობაზე“ (#07-3/298, 04.03.2019).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე)

          (დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, „თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას)

79.    საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2018 წლის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2247/19, 14.02.2019)

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია)

80.    საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2607/19, 20.02.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  აგრარულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე ოთარ დანელია)

81.    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში (#2-2548/19, 19.02.2019).

            (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

82.    საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობითი ანგარიში 2018 წლის შედეგების მიხედვით (#2-2582/19, 19.02.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი)

83.    საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2737/19, 21.02.2019).

         (მომხსენებელი -  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა)

84.    საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-2834/19, 22.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე)

85.    საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში (#2-4191/19, 13.03.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი)

86.    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (N2-6179/19, 05.04.2019).

          (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი)

87.    საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (#2-6000/19, 03.04.2019).

         (მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  კახაბერ კუჭავა)

88.    საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) ანგარიში (#2-3317/19, 01.03.2019)

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

89.    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (#2-2602/19, 20.02.2019).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

90.    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში (2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი) (#22590, 27.12.2018).

(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა)

91.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის  მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#13922, 04.09.2017), (#13923, 04.09.2017).

         (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონების“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

92.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#3853, 14.03.2018).

            (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი, ირაკლი აბესაძე)

93.    საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ (#07-3/269, 27.12.2018)

(საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ნიკანორ მელია)

(დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომ მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს)