საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა

12 ოქტომბერი 2017
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების - „ევროპული საქართველოს“; „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ - დღევანდელ სხდომაზე „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები განიხილეს.

საკითხი გამოიტანა და დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

სხდომის ძირითადი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ. როგორც უმცირესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კანონპროექტთან დაკავშირებით წინადადებებსა და მოსაზრებებს შესაბამის უწყებას წარუდგენენ.

გალერეა

  • საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 12 ოქტომბერი
  • საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა, 2017 წლის 12 ოქტომბერი