საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

13 მარტი 2018
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დაეთმო საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო- რეგიონების“ წევრების და ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას სამუშაო შეხვედრა. 

მინისტრის მოადგილემ ფრაქციის წევრებთან დაგროვებითი პენსიის სისტემის ინსტრუმენტებზე ისაუბრა და ის სიახლეები განმარტა, რასაც აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს. მისი ინფორმაციით, მოქმედი საპენსიო სისტემა საპენსიო ასაკის მოქალაქის სათანადო ფინანსურ უზრუნველყოფას ვერ ახორციელებს, რეფორმის შედეგად კი, შემოდის ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც დაემატება საბაზო პენსიის ოდენობას. „რეფორმის მთავარი მიზანია შემოვიტანოთ ისეთი ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს არსებულ საპენსიო სისტემას“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მინისტრის მოადგილემ ახალი საპენსიო სისტემის საერთაშორისო პრაქტიკაზეც ისაუბრა და მრავალსვეტიანი სისტემის ის მიმართულებები გამოყო, რასაც აღნიშნული რეფორმა ითვალისწინებს.

სამუშაო შეხვედრა ფრაქციის წევრების კითხვებით გაგრძელდა. დეპუტატებმა ფრაქციის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოსვლა მოითხოვეს. უმცირესობის წევრებმა საპენსიო კალკულატორით კონკრეტული პროფესიის ადამიანების პენსიის ოდენობაზე და 20-30 წლის შემდეგ, პენსიის საბაზისო ოდენობით და სახელმწიფოს კონტრიბუციის წილზე კითხვები დასვეს.

პარლამენტის წევრების ინტერესს წარმოადგენდა ასევე ის მიდგომა, რომელიც, მათივე განცხადებით, საპენსიო ფონდში თანხის შეტანის სავალდებულობას უკავშირდება. მინისტრის მოადგილეს პასუხების გაცემა დისკუსიის ფონზე მოუწია. მან სხდომაზე დასმულ კითხვებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა და ფრაქციის წევრების მოსაზრებებს უპასუხა.

გალერეა

  • საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს, 2018 წლის 13 მარტი