საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის თაობაზე

06 მარტი 2018

საპარლამენტო უმცირესობის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი - „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანის და მათი სანქცირების შესახებ“ გააცნეს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სიის შედგენის კრიტერიუმები, რა ტიპის სანქციები უნდა გატარდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ და სხვა აქტუალური საკითხები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ უმრავლესობასთან ერთიანი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებით.

გალერეა

  • საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის თაობაზე, 2018 წლის 6 მარტი