საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

19 სექტემბერი 2017
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

დღეს, საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა იხსნება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ევროპარლამენტარები მიიღებენ მონაწილეობას.

სხდომის დაწყებამდე დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ფრაქციის წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოზე, არჩევნებში ქალი კანდიდატების მონაწილეობაზე და გამოუძიებელ საქმეებზე ისაუბრეს.

„ევროპარლამენტარებს აინტერესებდათ რამდენიმე საკითხი. შეკითხვები შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, მათ შორის ერთ-ერთ მთავარი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე დაისვა იყო „აფგან მუხთარლის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიება, რომელშიც კონკრეტული შედეგები არ ჩანს. შეხვედრაზე სტუმრები დაინტერესდნენ რამდენი ქალი მერობის კანდიდატი ჰყავს ევროპულ საქართველოს და სახელისუფლებლო პარტიას. შესაბამისად ევროპარლამენტარებმა კარგად იციან ის გამოწვევები, რომელიც დღეს არსებობს კონსტიტუციასთან და მუხთარლის საქმის გამოძიების კუთხითაც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ტუღუშმა. 

საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაში გიორგი ტუღუშთან ერთად, გიორგი კანდელაკი მონაწილეობდა.

გალერეა

  • საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, 2017 წლის 19 სექტემბერი