საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გენერალური აუდიტორობის კანდიდატს მოუსმინეს

19 სექტემბერი 2017
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გენერალური აუდიტორობის კანდიდატს მოუსმინეს

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრებმა სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ირაკლი მექვაბიშვილს მოუსმინეს.

გენერალური აუდიტორობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაძლიერების სტრატეგიული და ინსტიტუციური ხედვები გააცნო და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი მოსაზრებით, უწყების კიდევ უფრო ეფექტურად ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

ირაკლი მექვაბიშვილმა პროგრამულ და ტექნოლოგიური გაძლიერების მიმართულებებზეც ისაუბრა და ყურადღება ევროპის წამყვანი ქვეყნების ანალოგიური სამსახურების გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გენერალური აუდიტორობის კანდიდატისგან შესაძლო კორუფციულ ფაქტებზე, შესყიდვების სფეროში არსებულ დარღვევებზე, სახელმწიფო უწყებებში თანხების განკარგვის კონკრეტულ საქმეებზე მოსაზრებები მოისმინეს და რიგ დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ირაკლი მექვაბიშვილის პოზიციებით დაინტერესდნენ.

შეხვედრის დასასრულს, ფრაქციის წევრებს წარმოდგენილი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერის შესახებ ღია პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, მისთვის მთავარია გენერალურმა აუდიტორმა პრინციპული პოზიცია დაიჭიროს მაშინ, როდესაც მისი შეხედულებები მთავრობის მოსაზრებებთან თანხვედრაში არ იქნება.

გალერეა

  • საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გენერალური აუდიტორობის კანდიდატს მოუსმინეს, 2017 წლის 19 სექტემბერი
  • საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გენერალური აუდიტორობის კანდიდატს მოუსმინეს, 2017 წლის 19 სექტემბერი
  • საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გენერალური აუდიტორობის კანდიდატს მოუსმინეს, 2017 წლის 19 სექტემბერი