არჩილ ხაბაძე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

15 ნოემბერი 2019
არჩილ ხაბაძე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაუთმეს ორი ქვეყნის ურთიერთობას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და ისაუბრეს ამ კავშირების სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავებაზე. მათ შორის, ხაზგასმით აღინიშნა ეკონომიკური საკითხები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების საკითხები.

„შეხვედრაზე განსაკუთრებით აღვნიშნეთ ორი ქვეყნის პარლამენტარებს და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთკავშირები და თანამშრომლობა. ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ტურიზმის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე, რა მიმართულებითაც ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის უწყებებს შორის მნიშვნელოვანი კავშირები დამყარდა. შეხვედრაზე აღინიშნა ასევე საგარეო მიმართულებით, სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის ევროატლანტიკურ სივრცეში, გაწევრიანების თვალსაზრისით თურქეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, რისთვისაც ქართული მხარე მადლობას უხდის მათ. ვისაუბრეთ ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰალილ ეთიემეზმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოხარული ვარ, რომ სხვადასხვა სფეროში გვაქვს ახლო ურთიერთობა და აღვნიშნეთ, რომ ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო განვითარება და წინ წაწევა სჭირდება და ამისათვის ორივე მხარე ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ჰალილ ეთიემეზმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ანზორ ბოლქვაძე, ენძელა მაჭავარიანი და ფატი ხალვაში.

გალერეა

  • არჩილ ხაბაძე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა, 2019 წლის 15 ნოემბერი