ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო კილაძე ონლაინ ფორმატში ავსტრიელ კოლეგას გუდრონ კუგლერს ესაუბრა

12 ივნისი 2020
ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო კილაძე ონლაინ ფორმატში ავსტრიელ კოლეგას  გუდრონ კუგლერს ესაუბრა

ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები სოფო კილაძე და გუდრონ კუგლერი ერთმანეთს ონლაინ ფორმატში ესაუბნენ.

კოლეგებმა დისტანციურ შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის პანდემით გამოწვეული სირთულეები მიმოიხილეს და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.

სოფო კილაძემ ავსტრიის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს, ბავშთა დახმარების ცხელი ხაზის -111 შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - დასაქმების ხელშეწყობის აქტი გააცნო, რომელიც ავსტრიულ-გერმანულ მოდელს ეფუძნება.