საფრანგეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრ, სენატორ პიერ-ივ კოლომბასთან

11 ოქტომბერი 2018
საფრანგეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრ, სენატორ პიერ-ივ კოლომბასთან

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრი, სენატორი პიერ-ივ კოლომბა იმყოფება.

სენატორთან პირველი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკური ვითარებაზე, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„მიმოვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკურ გზავნილებზე - ჩვენი ქვეყნის სწრაფვაზე ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მათგან მხარდაჭერა. საფრანგეთის მხრიდან ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რიმ ჩვენი ეს მისწრაფებები იყოს რეალიზებული“, - განაცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე იყო სამომავლო თანამშრომლობაზე, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ამაში მეგობრობის ჯგუფების მიერ საკუთარი წვლილის შეტანაზე.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ განათლების, კულტურის და ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობაზე. ტურიზმი ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ფრანგ სენატორთან გამართულ შეხვედრაში გიორგი კახიანთან ერთად, პარლამენტის წევრები, ირაკლი აბუსერიძე და ლელა ქებურია მონაწილეობდნენ.

გალერეა

  • საფრანგეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრთან, სენატორ პიერ-ივ კოლომბასთან, 2018 წლის 11 ოქტომბერი