გიგი წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოვიდა

08 თებერვალი 2020
გიგი წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომიტეტში მოხსენებით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში, მან ისაუბრა ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ეუთოს რეგიონში არსებობს და რაც წარმოადგენს ევროპისა და აშშ-ის  საერთო ინტერესს, სადაც ეუთო განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ყურადღება გამახვილდა არსებულ კონფლიქტებზე.

გიგი წერეთელმა ვრცლად ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომელსაც ეუთო ახორციელებს უკრაინაში იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს კონფლიქტი.

მან ხაზი გაუსვა იმ რთულ ვითარებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი.

აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდე უფრო დამძიმდა ვითარება ადამიანის უფლებების კუთხით, დისკრიმინაციით, გადაადგილების შეზღუდვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ არის პროგრესი და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აშშ-ს და ჰელსინკის კომისიას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში გაწეული დახმარებისთვის.

აქვე, მან განაცხადა, რომ თუკი დაწესებულია სანქციები უკრაინაში აგრესიის გამო, საქართველოში არ სრულდება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, რაც არის უკუსვლის და უკანონო ბორდერიზაციის საფუძველი. აგრეთვე, ჟენევის დისკუსიებს არ მოაქვს ის შედეგი, რაც შესაძლებელია რომ მოიტანოს, იმის გამო რომ რუსეთი არ არის კონსტრუქციული.

შესაბამისად მან განაცხადა რომ სანქციები არის ადეკვატური პასუხი ამ მოქმედებებზე და აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს უკრაინასთან ერთად საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში შესაძლო სანქციები. 

მან ასევე ისაუბრა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების საქმიანობაზე და აღნიშნა ის სირთულეები, რომლებიც ამ პროცესში არსებობს და საარჩევნო პროცესი არ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

​კონგრესში გამართულ ჰელსინკის კომიტეტის სხდომას უძღვებოდა კონგრესმენი ელსი ჰანსტიგსი, რომელიც არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. ასევე ესწრებოდნენ: სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ჯონ უოლკერი.

ამერიკელმა კონგრესმენებმა მადლიერება გამოხატეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მიმართ, მისი აქტიური და ეფექტური საქმიანობისათვის და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მათი ჩართულობა კიდე უფრო ქმედითი იქნება და აშშ გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ეუთოს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაში