გიგი წერეთელი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ალაბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას ვიდეოფორმატით ესაუბრა

28 აპრილი 2020
გიგი წერეთელი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ალაბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას ვიდეოფორმატით ესაუბრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, ალბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრ რამას განცხადებით, პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაში საჭიროა უპრეცედენტო თანამშრომლობა ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის, პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი „კოვიდ19“-ის კრიზისის დროს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი მთავარი ფუნქციების, კანონშემოქმედებისა და ზედამხედველობის აღსრულებისთვის.

მისი თქმით, ეს აუცილებელია სოციალური ნდობისთვის და მოქალაქეების სამართლიანი წუხილების გასათვალისწინებლად, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება საჭირო დონის თანამშრომლობა ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად.

მან ასევე ისაუბრა ეუთო-ს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ორგანიზაციის ადაპტაციასა და აქტივობებზე, ასევე ალბანეთში არსებულ მდგომარეობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო-ს ინსტიტუტების ერთიანობა და კოორდინაცია, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საჭირო დახმარების მობილიზება, საგანგებო ვითარებაში პროპორციული ზომების, დემოკრატიისა და და ადამიანის უფლებების დაცვა.

ამავდროულად, კრიზისის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის ეფექტური თანამშრომლობა.

ხასგასმით აღნიშნა კონფლიქტის ზონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დევნილთა და მიგრანტთა კომპაქტურ დასახლებებში რთული ვითარება და გაზრდილი საფრთხეები, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში, სადაც დაუშვებელია ეს სიტუაცია გამოყენებული იქნას დისკრიმინაციის გასაძლიერებლად, უკანონო ანექსიის გაღრმავებისთვის ან საერთაშორისო მონიტორინგის შესასუსტებლად.

პრემიერ-მინისტრი რამა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს ვიდეო- სხდომაში მონაწილეობდა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უძღვებოდა.