გიგი წერეთელი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

12 სექტემბერი 2019
გიგი წერეთელი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოსა და უკრაინას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს და აღნიშნული ურთიერთობები შეაფასეს. აღინიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და უკრაინას ძალიან მჭიდრო და აქტიური ურთიერთობები აკავშირებს, რასაც მოწმობს ასამბლეის პრეზიდენტი ხშირი ვიზიტები და საქმიანი შეხვედრები.

უკრაინის საელჩო დღეს აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და იგორ დოლგოვს აღნიშნული დღე მიულოცე. გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რაც ხდება უკრაინაში - კონფლიქტი დონბასის რეგიონში და ყირიმის უკანონო ანექსია, მთელი მსოფლიოსთვის უკრაინის დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი. უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა, რადგან ეს სჭირდება როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს. ერთად ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის ქმედებებს და მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გალერეა

  • გიგი წერეთელი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2019 წლის 12 სექტემბერი
  • გიგი წერეთელი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2019 წლის 12 სექტემბერი