გიორგი წერეთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

09 თებერვალი 2018
გიორგი წერეთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკის თემაზე გამართულ ფორუმს დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

გიორგი წერეთელი რეგიონში არსებულ გამოწვევებს - ტერორიზმის, რადიკალიზაციის, კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის საკითხებს შეეხო და აღნიშნული პრობლემების მოგვარების საკითხში, აშშ-ის ჩართულობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ აშშ-ის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდეს და მათი ევროკავშირში ინტეგრაცია, რეგიონში რუსეთის გავლენის შესამცირებლად, სათანადო ნაბიჯი იქნება. გიორგი წერეთელმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ეუთოს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცების და დემოკრატიული განვითარების კუთხით, ორგანიზაცია ბალკანეთის ქვეყნების მთავრობებთან აქტიურად თანამშრომლობს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სენატში გამოსვლისას, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი წერეთელი სენატორ ჯიმ ინჰოფს, კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, პიტ მოროკოს შეხვდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ასევე კონგრესის ჰელსინკის კომისიის წევრებთან, საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, გიორგი წერეთელმა სხვადასხვა ქვეყნების თემატიკასთან ერთად, ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც გაამახვილა.

გალერეა

  • გიორგი წერეთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა