ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

26 ივნისი 2019
ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი ეკა ბესელია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 26-27 ივნისს, ევროსაბჭოს იურიდიულ და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს. 

სხდომაზე იხილება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საკითხი, ასევე ადვოკატების საქმიანობის და პრინციპების თაობაზე ანგარიშები.

ეკა ბესელია ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.