ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

11 მარტი 2020
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემასთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებს. საუბრის თემას ასევე, წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი.
 
როგორც ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებს.

ანგარიშში აისახება ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. აქ საუბარი იქნება საარჩევნო საკითხებზე მათ შორის, საარჩევნო სისტემის საკითხზე. საუბარი იქნება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ყველა ეს თემა ასახული იქნება ანგარიშში. შესაბამისად, ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია და ხედვები თითოეულ თემასთან დაკავშირებით. მომხსენებლებმა დადებითად შეაფასეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება. ჩვენ საუბარი გვქონდა იმ გამოძიებებთან, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური სტატუსის მქონე პირებს და აქ ჩვენ მომხსენებელს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა, 2020 წლის 11 მარტი