ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

27 იანვარი 2020
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი კობახიძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად არჩევის საკითხს ევროსაბჭოს ზამთრის სესიაზე უყარეს კენჭი. 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.