ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

01 ივლისი 2020
ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძემ ევროპელ დიპლომატს საქართველოში, მისი მისიის ფარგლებში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და თურქეთის რესპუბლიკაში საქმიანობის გაგრძელებაში წარმატებები უსურვა. 

კრისტიან ურსე ევროპის საბჭოს მისიას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. ევროპის საბჭო ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს და იგი 47 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა, 2020 წლის 1 ივლისი
  • ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა, 2020 წლის 1 ივლისი