„თქვენი შთამბეჭდავი გამოცდილების და ლიდერობის გათვალისწინებით, ბავშვთა უფლებებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დარგში, ქალბატონო სოფო, დიდი პატივია მოგიწვიოთ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, სახელწოდებით - ”საპარლამენტო პერსპექტივიდან დანახული კანონის უზენაესობის მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები და შესაძლებლობები.“ თქვენი მონაწილეობა ხელს შეუწყობს IPU-ს და IDLO-ს თანამშრომლობის გამყარებას სახელმწიფოს ყველა შტოსთან“, - ნათქვამია მარტის ჩუნგონგის განცხადებაში.
შეხვედრის მიზანია საპარლამენტთაშორისო კავშირმა დასახოს საკუთარი სტრატეგია და ხელი შეუწყოს გაძლიერებული თანამშრომლობის წახალისებას პარლამენტებს და სასამართლო ხელისუფლებებს შორის.