ოთარ დანელია: „ომბუდსმენის ინსტიტუტს დემოკრატიული განვითარების განმტკიცებისა და ეფექტური საჯარო ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია“

15 მაისი 2019

ბათუმში მიმდინარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის 53-ე სხდომაზე, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია თემაზე - „სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განმტკიცებაში“ მოხსენებით წარდგა.

პარლამენტის წევრმა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კონტექსტში სახალხო დამცველის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის როლზე ისაუბრა და მისი ეფექტურად საქმიანობის მნიშვნელობა აღნიშნა. 

საპარლამენტო ასამბლეა შავი ზღვის რეგიონში საერთო მიზნების მიღწევისთვის, რაც დემოკრატიულ განვითარებას, სტაბილურობას და მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ძალისხმევას აგრძელებს.
დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, სახალხო დამცველს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ომბუდსმენის ოფისი მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განვითარებას ემსახურება და აღნიშნული მანდატი დემოკრატიულ ქვეყნებში წარმატებით გამოიყენება. სახალხო დამცველს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია დემოკრატიული განვითარების განმტკიცებისა და ეფექტური საჯარო ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებების დაცვის სისტემების გაუმჯობესებისთვის ომბუდსმენის ოფისი სახელმწიფო სტრუქტურებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურად თანამშრომლობს და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

წარმოდგენილ მოხსენებასთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა.

შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა დემოკრატიის განმტკიცებაში სახალხო დამცველის როლსა და მნიშვნელობაზე მოსაზრებები გამოთქვეს და საკუთარი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს.

კომიტეტის სხდომაზე ღონისძიების მონაწილეებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და გენერალური ასამბლეისთვის მომხსენებელი დანიშნეს. შეხვედრაზე კომიტეტის 54-ე სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილიც განსაზღვრეს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საკომიტეტო სხდომების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში, 15-16 მაისს გაიმართება.

გალერეა

  • ოთარ დანელია: „ომბუდსმენის ინსტიტუტს დემოკრატიული განვითარების განმტკიცებისა და ეფექტური საჯარო ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია“, 2019 წლის 15 მაისი