რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

09 ივლისი 2020
რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა კომიტეტის რიგით 55-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი პროექტების განმახორციელებელი სამართლებრივი ჩარჩო, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. აღნიშნულ საკითზე მიღებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციისა და მოხსენების პროექტი.

კომიტეტის სხდომისას, ასევე განხილულ იქნა ასამბლეის სხვა საპროცედურო საკითხები, მათ შორის წარმოდგენილ იქნა ასამბლეის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები.