შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

06 აგვისტო 2020
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

საქართველოს თავმჯდომარეობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

პლენარულ სესიას გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ და ყურადღება ასამბლეისა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონის მნიშვნლეობაზე გაამახვილა.

პლენარულ სესიაზე, ასევე, მოისმინეს მოხსენებები: „საკანონმდებლო ჩარჩო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი პროექტების განხორციელებისათვის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“; „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ბისეკის ქვეყნებში“; „სამედიცინო დანიშნულების ისტორიული ძეგლების დაცვა და თანამედროვე როლი ბისეკის ქვეყნებში“. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციებიც.

პლენარული სესიის ბოლოს ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC)- თავმჯდომარეობა მომდევნო 6 თვის ვადით საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარა.

პლენარულ სესიაში ასევე მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა.

სხდომის ფარგლებში დღესვე ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები გაიმართა, რომელთაც ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) 1993 წელს, წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და BSEC-ის ფარგლებში, დასახული მიზნების განხორციელებისათვის, სამართლებრივი მხარდაჭერისა და ჰარმონიზაციის მიზნით შეიქმნა.

გალერეა

  • DSC_8480.JPG
  • DSC_8479.JPG
  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა, 2020 წლის 6 აგვისტო
  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა, 2020 წლის 6 აგვისტო