ჩვენ შესახებ

სასწავლო ცენტრი არის საქართველოს პარლამენტის  აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული - განყოფილება.

სასწავლო ცენტრის მისიაა სამიზნე ჯგუფებისთვის  უწყვეტი სწავლების ეფექტიანი სისტემის შექმნა და განვითარება. მისიის შესაბამისად, სასწავლო ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროებების ანალიზს და ამ ანალიზზე დაყრდნობით, სამიზნე ჯგუფებს სისტემატურად სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა სახის საგანმანათლებლო პროდუქტებს, მათ შორის, ელექტრონულ კურსებს.