ონლაინტრენინგების ციკლი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის

30 სექტემბერი 2020
ონლაინტრენინგების ციკლი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის

დასრულდა სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ონლაინტრენინგების ციკლი, რომელსაც უძღვებოდნენ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები/ტრენერები: შორენა კახიძე (საბიუჯეტო ოფისის უფროსი), ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი (მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსი),გიორგი მესხორაძე (საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ბიუჯეტის ანალიზის განყოფილების უფროსი).

ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • ქვეყნის მაკროეკონომიკური ჩარჩო და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა;
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პერიოდული მაკროეკონომიკური მიმოხილვების ანალიზი;
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პერიოდული მაკროეკონომიკური მიმოხილვების ანალიზი (მშპ-ს დეკომპოზიცია და პოტენციური (მშპ),

საგადამხდელო ბალანსის მიმოხილვა, ბიუჯეტის ინდიკატორების ანალიზი) ;

  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კვარტალური მაკროეკონომიკური პროგნოზები;
  • მთავრობისა და პარლამენტის საშუალოვადიანი პერიოდის მაკროეკონომიკური ალტერნატიული სცენარები;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების მიმოხილვის დოკუმენტი ანალიზი;
  • საშუალოვადიანი დაგეგმარება, მისი მნიშვნელობა და საკანონმდებლო ინიციატივის კავშირი საშუალოვადიან დაგეგმარებასთან და სხვა.

ტრენინგების ციკლი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს.

 

გალერეა

  • ფოტო1.png
  • ფოტო2.png
  • ფოტო3.png