პარლამენტის აპარატის სტაჟიორებმა პროექტ „ინკუნაბულას“ მეორე ეტაპი განახორციელეს

25 თებერვალი 2020
პარლამენტის აპარატის სტაჟიორებმა პროექტ „ინკუნაბულას“ მეორე ეტაპი განახორციელეს

 

პარლამენტის აპარატის სტაჟიორებმა პროექტ „ინკუნაბულას“ მეორე ეტაპი განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც 24 თებერვალს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის ართანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას  250 - მდე წიგნი, 1 პერსონალური კომპიუტერი და 1 პრინტერი გადასცეს.

სოციალური პროექტი  „ინკუნაბულა“ სტაჟიორებმა 6-თვიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შეიმუშავეს, რომლის მიზანია საქართველოს სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღებაში ხელშეწყობა და თანამედროვე საკითხავი ლიტერატურითა და კომპიუტერული ტექნიკით სკოლების ბიბლიოთეკების  უზრუნველყოფა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით.

 

გალერეა

  • 3.JPG
  • 1.JPG
  • 2.JPG