პიროვნული განვითარების სასწავლო პროგრამა

13 თებერვალი 2020
პიროვნული განვითარების სასწავლო პროგრამა

 

11-23 თებერვალს პარლამენტის სასწავლო ცენტრმა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პიროვნული განვითარების პროგრამა განახორციელა. სასწავლო პროგრამა მოიცავს  ტრენინგებს თემებზე: გუნდური მუშაობა, ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა. ტრენინგს უძღვებოდა  ტრენერი თეა ლობჟანიძე.

გუნდური მუშაობის  ტრენინგზე ტრენერმა მონაწილეებს გააცნო გუნდის კონცეფცია, ესაუბრა გუნდურობის განმაპირობებელ ფაქტორებზე და  წარმატებული გუნდის ლიდერის მახასიათებლებზე.

მონაწილეები ასევე გაეცნენ კომუნიკაციის მოდელს, ცალმხრივი და ორმხრივი კომუნიკაციის მახასიათებლებს და ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს.  ტრენინგის დასასრულს თეა ლობჟანიძემ ისაუბრა „ასერტული ქცევისა“ და „მე შეტყობინების“ მნიშვნელობაზე.

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინფორმაცია მიიღეს კონფლიქტის ესკალაციის და დეესკალაციის პრინციპებთან დაკავშირებით. ტრენერმა ისაუბრა კონფლიქტის წყაროებზე,  ტიპებზე და ქცევის სტრატეგიაზე. მონაწილეებმა სხვადასხვა სავარჯიშო, მათ შორის როლური თამაში შეასრულეს.

აღნიშნული პროგრამა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მომავალი თვეების განმავლობაში  ეტაპობრივად ჩაუტარდებათ.

გალერეა

  • 1.JPG
  • 2.JPG