რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) და ხარჯ–სარგებლიანობის ანალიზი

11 სექტემბერი 2020
რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) და ხარჯ–სარგებლიანობის ანალიზი

 

9–11 სექტემბერს, სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის  ჩატარდა ონლაინტრენინგი თემაზე: „რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) და ხარჯ–სარგებლიანობის ანალიზი“.  ტრენინგს უძღვებოდნენ  საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტები, ნესტან გაფრინდაშვილი და ნათია სუარიშვილი.

სამდღიანი ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს შემდეგ თემებზე :RIA- არსი და მნიშვნელობა; RIA- ინსტიტუციონალიზაცია; მონაცემთა მოგროვება და კონსულტაციები; რეგულირების გავლენის ტიპები, მათი ეტაპები და ანალიზი.

გალერეა

  • Screenshot_5.png
  • Screenshot_1.png