სტაჟირების ხუთკვირიანი სასწავლო საბაზისო კურსი დასრულდა

14 თებერვალი 2020
სტაჟირების ხუთკვირიანი სასწავლო საბაზისო კურსი დასრულდა

 

პარლამენტის აპარატის სტაჟიორებმა ხუთკვირიანი სასწავლო საბაზისო კურსი დაასრულეს. კურსის ფარგლებში სტაჟიორებმა თემატური ტრენინგები გაიარეს: პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს კონსტიტუციის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის,  პარლამენტის საქმისწარმოების წესების, პარლამენტარიზმის ისტორიის, საჯარო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ. ამასთანავე, მათ ჩაუტარდათ პიროვნული განვითარების ტრენინგები ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვის, გუნდური მუშაობისა და ეფექტური პრეზენტაციის შესახებ.

ტრენინგების დასრულების შემდეგ, სტაჟიორებმა შუალედური ტესტირება ჩააბარეს, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს კონსტიტუცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და პარლამენტის საქმისწარმოების წესები.

24-ივე სტაჟიორმა შუალედური ტესტირება წარმატებით ჩააბარა და 17 თებერვლიდან  20 კვირის განმავლობაში პარლამენტის სტრუქტურებში განაგრძობენ საქმიანობას.

სტაჟირების პროგრამა 6-თვიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. 20-კვირიანი პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სტაჟიორები ჩააბარებენ დასკვნით გამოცდას და დაგროვილი ჯამური ქულების საფუძველზე გადაეცემათ სერტიფიკატი (A, B, C კატეგორია), ხოლო ორი საუკეთესო შეფასების მქონე სტაჟიორი, 1 წლით დასაქმდება საქართველოს პარლამენტის აპარატში.

გალერეა

  • 1.JPG
  • 2.JPG
  • 3.JPG