ტესტის შექმნის მეთოდოლოგია

15 ივნისი 2020
ტესტის შექმნის მეთოდოლოგია

 

2020 წლის 15 ივნისს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, პარლამენტის სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერებს   დისტანციურად ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე - ტესტის შექმნის მეთოდოლოგია. ტრენინგს უძღვებოდა ქრისტინე ჯალაღონია,  ექსპერტი ტესტის შექმნის საკითხებში.

ტრენერმა განიხილა ტესტის შექმნის ეტაპები, ტესტურ დავალებათა ტიპები და ტესტის შინაარსობრივი გამართვისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტი. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ტიპური შეცდომებისა და მათი თავიდან არიდების შესაძლებლობების გზებზე.

აღნიშნული ტრენინგი უახლოეს პერიოდში ჩაუტარდებათ პარლამენტის აპარატის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ სტაჟიორებისთვის ტესტების შედგენაზე.

ტრენინგი განხორციელდა ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით.

გალერეა

  • 3.png
  • 1.png
  • 2.png

მიმაგრებული დოკუმენტები