ტრენინგები პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის

22 ივლისი 2020
ტრენინგები პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის

 

20-22 ივლისს, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ორგანიზებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგს უძღვებოდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ტრენერები: ლევან ნატროშვილი - პროგრამის მენეჯერი; გიგი ჩიხლაძე -  პროგრამის მთავარი იურისტი; ბესო ნამჩავაძე - უფროსი ანალიტიკოსი; ვერონიკა ჭკადუა - უფროსი ანალიტიკოსი; გიორგი ლოლაძე - ანალიტიკოსი;  ლიკა საჯაია - პროექტის მენეჯერი/საპარლამენტო მდივანი და თამარ ტატანაშვილი,  მთავარი იურისტი.

3-დღიანი ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.   ტრენერებმა მონაწილეებს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების  სახეები გააცნეს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სამართლებრივ რეგულირებაზე ისაუბრეს.

ტრენინგის ფარგლებში  მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს კორუფციის რისკებზე და მათი შემცირების გზებზე, ასევე მამხილებელთა დაცვაზე საქართველოში, კანონმდებლობისა  და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  ფინანსური მხარდაჭერით.

 

გალერეა

  • 2.jpg
  • 1.jpg
  • 3.jpg