ტრენინგი თემაზე ˗ კიბერჰიგიენა

23 ივლისი 2020
ტრენინგი თემაზე ˗ კიბერჰიგიენა

 

23 ივლისს, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)  ორგანიზებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს კიბერჰიგიენის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგს უძღვებოდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)  წარმომადგენელი, დავით ღონღაძე.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. ტრენინგის ფარგლებში  მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს კიბერუსაფრთხოებისა და არჩევნების საკითხებზე და  კიბერუსაფრთხოების შიდა ორგანიზაციულ პოლიტიკაზე.

აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა USAID - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

გალერეა

  • 1.jpg