განცხადება


განცხადება

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება.

გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადებები მიიღება 2019 წლის 22 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) კანდიდატმა შესაბამის ველებში უნდა ატვირთოს:

1. უმაღლესი განათლების მოწმობა;

2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა, მათ შორის კვლევითი საქმიანობის, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. ორი რეკომენდაცია, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის ჩვენებით.

4. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება.

5. გამარტივებული კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:

ა) I ეტაპი გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;

ბ) II ეტაპი გულისხმობს კანდიდატთან გასაუბრებას.

6. II ეტაპზე კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

7. კონკურსის II ეტაპი გაიმართება თბილისში, პარლამენტის სასახლეში.

8. საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას.

9. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისთვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან − წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გადაწყვეტილების გაგზავნიდან − ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება (მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტი, ან ელექტრონული მისამართი: [email protected]  განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო კომისიას.

10. ინფორმაცია კონკურსის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე (www.parliament.ge/ge/ssip).

11. კონკურსს ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო.

შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 032 2281321; (+995) 032 2281335.