.განცხადება

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 

საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

 

სტაჟირების კონკურსზე დაიშვება პირი, რომელსაც დამთავრებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ან დოქტორანტურა) და აქვს საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულის შესაბამისი სპეციალობა.

სტაჟირების კონკურსისთვის გავლის მსურველთა საბუთები მიიღება 2018 წლის 1 თებერვლიდან  10 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: stajireba@parliament.ge.

ინფორმაცია სტაჟირების კონკურსისთვის წარმოსადგენი  საბუთების,  გასაუბრების თემატიკისა და საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის წესის (დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 1 მარტის №18/3 ბრძანებით) შესახებ, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.

საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე:  stajireba@parliament.ge უნდა წარადგინოს:

ა)განცხადება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის სახელზე (დანართი №1);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)დახასიათება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან სამუშაო ადგილიდან;

დ) აპლიკაციის ფორმა (დანართი №2);

ე) დიპლომის ასლი;

ვ) ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4).

სტაჟირების კონკურსი ტარდება გასაუბრების ფორმით, მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის სასახლე.

გასაუბრების თარიღი დამატებით გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე: www.parliament.ge-stajireba.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

(+995) 599 730209;  (+995) 032 2281772.