გასაუბრების თემატიკა


სტაჟირების კონკურსზე გასაუბრების თემატიკა 

1. საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება;

ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, დეპარტამენტი, მანდატურის სამსახური, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, კომიტეტის აპარატი) დებულება.

2. ეკონომიკური და ფინანსური განათლების მქონე პირებს დამატებით მოეთხოვებათ:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“;

ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.

3. იურიდიული განათლების მქონე პირებს დამატებით მოეთხოვებათ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.

4. ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ბ) „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება;

გ) „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება;

დ) საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია.

5. იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.

6. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულების ცოდნა.

7. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“.

8. სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.

9. საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის XI და XIX თავების ცოდნა.

10. საქმისწარმოების დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქციის  ცოდნა.

11. აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: 

ა) საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;

გ) საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულება.

12. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;

ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულება.

13. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;

დ) საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დებულება.

14. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“;

დ) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულება.

15. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:  

ა) საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“;

გ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დებულება.

16. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“;

ბ) საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დებულება.

17. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთის პარტნიორობა (საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ჭრილში);

ბ) საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულება.

18. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დებულება.

19. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.

თ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დებულება.

20. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულება.

21. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: 

ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

ბ) ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“;

გ) ვენის 1963 წლის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“;

დ) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებულება.

22. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა)  საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ე) საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულება.

23. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

გ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულება.

24. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“;

გ) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულება.

25. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“;

გ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულება.

26. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“;

ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

გ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

დ) „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება.

27. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის აპარატში სტაჟირების გავლის მსურველებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“;

გ) საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის დებულება.