ႻႨႤႡႠ:
geo  eng
     
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ႩႭႫႨႲႤႲႤႡႨ » ႣႠႰႢႭႡႰႨႥႨ ႤႩႭႬႭႫႨႩႨႱႠ ႣႠ ႤႩႭႬႭႫႨႩႳႰႨ ႮႭႪႨႲႨႩႨႱ ႩႭႫႨႲႤႲႨ »

სიამოვნებით წარმოგიდგენთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ვებგვერდს!
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები გამოირჩევა მრავალმხრივობითა და კომპლექსურობით. იგი წამყვანი კომიტეტის რანგში განიხილავს და ამზადებს იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც შეეხება როგორც ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ პოლიტიკას, ასევე ეკონომიკის ცალკეული სექტორების მარეგულირებელ კანონმდებლობას, სამეწარმეო საქმიანობის რეგლამენტაციას, კონკურენციის ხელშეწყობას, მათ შორის, სარეკლამო და სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, საკუთრებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების რეგლამენტაციას. კომიტეტი აგრეთვე განიხილავს და მონაწილეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირებასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში.
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნების  სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მოქალაქეებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. კომიტეტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იცავს საჯაროობის პრინციპს – ყველას შეუძლია დაესწროს კომიტეტის სხდომებს და მიიღოს  საჯარო ინფორმაცია. ჩვენი მიზანია, კომიტეტის ვებგვერდი იქცეს კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის ნიმუშად – მისი საშუალებით მოქალაქეებმა შეძლონ სრულად და სწრაფად მიიღონ ინფორმაცია კომიტეტის ყოველდღიური საქმიანობისა და პოლიტიკური და ინსტიტუციონალური  გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო პროცესში – დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მოგვაწოდონ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები, ხოლო ჩვენ გავზარდოთ ამომრჩევლების ნდობა საპარლამენტო ინსტიტუტისადმი, რაც საზოგადოებისა და პარლამენტის წევრების ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ვიმედოვნებ, კომიტეტის საქმიანობით შევძლებთ შევქმნათ ყველა პირობა, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ თანამოწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში და სრულად გავამართლოთ თქვენი მოლოდინი.

    გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე



ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam)