|
მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განახლებული ვებგვერდი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური სფერო სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. კომიტეტის ძირითად ამოცანებია: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, სოციალურად დაუცველ ფენათა და სხვა საკითხთა საკანონმდებლო უზრუნველყოფა. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: წინასწარ ამზადებს საკანონმდებლო საკითხებს, ხელს უწყობს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებას, აკონტროლებს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მუშაობს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე: საპენსიო სისტემის რეფორმა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, პაციენტთა უსაფრთხოება, პალიატიური მზრუნველობა, ნუტრიციოლოგია, ფორთიფიკაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დემოგრაფიული, გენდერული და შვილად აყვანის საკითხები. კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ფორუმებში. დაინტერესებულ მომხმარებელს ჩვენი ვებგვერდი შესაძლებლობას მისცემს თვალი ადევნოს კომიტეტის და მასში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, კომიტეტის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და კომიტეტის ინიციატივებს. გმადლობთ, რომ ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს. ვიმედოვნებ, რომ იგი გაგიადვილებთ საჭირო მასალის მოძიებას და მოგაწვდით ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს მიერ ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ. სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს მოსაზრებებს და წინადადებებს ვებგვერდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
საუკეთესო სურვილებით,
ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე |